Forbes: აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი

Forbes: აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი

access_time2022-12-06 23:30:36

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2022 წლის ყველაზე გამორჩეული ახალწვეული, რეიტინგში 104-ე ადგილით, Twitter-ი გახდა, რომელთან ერთადაც მიმდინარე წელს აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების სიას ნავთობისა და გაზის მწარმოებელი Continental Resources-ი (No. 86) და ქლაუდ-კომპიუტერული კომპანია Citrix Systems-ი (No. 169) შეემატნენ.


ზედიზედ მეორე წელია, რაც Forbes-ის რეიტინგში პირველობას აგრობიზნესის გიგანტი Cargill-ი არ თმობს, ხოლო მეორე ადგილს კონგლომერატი Koch Industries-ი ინარჩუნებს. მინესოტაში დაფუძნებული Cargill-ის შემოსავალმა რეკორდულ $165 მილიარდს მიაღწია, ხოლო მეორეადგილოსანმა Koch-მა $125 მილიარდი გამოიმუშავა. ხუთეულს Publix Supermarkets-ი, ტკბილეულისა და ცხოველთა მოვლის კომპანია Mars-ი და ბენზინგასამართი სადგურების კომპანია Pilot Company ასრულებენ.


სხვა კომპანიების მიერ შესყიდვის ან შემოსავლების შემცირების შედეგად, 2022 წლის რეიტინგი გასული წლების წარმომადგენლებმაც დატოვეს. იმ ცამეტ კომპანიას შორის, რომლებიც აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების 2022 წლის რეიტინგში აღარ გვხვდება, შედის Sinclair Oil-ი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში საჯარო კომერციულმა ფირმა HollyFrontier-მა შეიძინა.



მეთოდოლოგია: Forbes-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი აშშ-ში დაფუძნებულ ფირმებს აერთიანებს, რომელთა შემოსავალმაც, ბოლო ფისკალურ წელს, $2 მილიარდს გადააჭარბა. რეიტინგში არ შედის კომპანიები, რომლებიც აშშ-ის გარეთ არიან დაფუძნებულნი და, შესაბამისად, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადებს, ურთიერთსაკუთრებაში არსებული კომპანიები, კოოპერაციული საზოგადოებები, კომპანიები ასზე ნაკლები დასაქმებულით და კომპანიები, რომელთა 50%-ზე მეტს საჯარო ან არაამერიკული კომპანიები ფლობენ.


აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების 2022 წლის ტოპ-ათეული და მათი შემოსავალი:

Cargill – $165 მილიარდი (სურსათი და სასმელები)
Koch Industries – $125 მილიარდი (მსხვილი კორპორაცია)
Publix Super Markets – $48 მილიარდი (სასურსათო მაღაზიები)
Mars – $45 მილიარდი (სურსათი და სასმელები)
Pilot Company – $41.9 მილიარდი (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები)
H-E-B – 38.9 მილიარდი (სასურსათო მაღაზიები)
Reyes Holdings – $35.3 მილიარდი (სურსათი, სასმელები, თამბაქო)
C&S Wholesale Grocers – $33 მილიარდი (სურსათი, სასმელები, თამბაქო)
Enterprise Holdings – $30 მილიარდი (სერვისები)
Love’s Travel Stops & Country Stores – $25.5 მილიარდი (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები)


forbes.ge

თეგები:
Forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up