Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

access_time2020-04-01 20:00:58

1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით სტუდენტური კრედიტის გადახდა სავალდებულო არ არის.


ფედერალური რეზერვის მონაცემებით, ყოველი ათი ამერიკელიდან მხოლოდ ოთხს შეუძლია გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის 400 დოლარის ოდენობის თანხის გადადება თანხის სესხების ან სანკრედიტო ლიმიტის გაზრდის გარეშე.


გასულ პარასკევს აშშ-ს პრეზიდენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სტიმულირება 2 ტრილიონი აშშ დოლარით მოხდება. რაც მოიცავს ისეთ მასშტაბურ ღონისძებებს, როგორიცაა ყოველ ზრდასრულ მოქალაქეზე 1200 დოლარის ოდენობის ჩეკის გაცემა, 350 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის სესხების დასაფარად.


„მათთვის, კი ვისაც სტაბილური შემოსავალი არ აქვს და აპრილის დასაწყისში  გადაუხდელი გადასახადების გრძელი სია მთავარი საფიქრალია, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს გადასახადები და ზუსტი თანხები ხელუხლებლად შეინახონ“ - ამბობს კერძო ფინანსების ექსპერტი შტეფან ო კონელი.



„თუ არსებული დანაზოგით ამ ყველაფრის დაფარვა შეიძლება, გამოიყენეთ დანაზოგი. თუ საკმარისი არ არის, მეორე ნაბიჯია დაუკავშირდეთ ყველა კომპანიასა თუ პირს და გაარკვიოთ სად არის თქვენთვის ყველაზე მოქნილი პირობები. მაგალითად, ბევრმა შტატმა დროებით შეაჩერა გამოსახლების პროცესი, ბევრი საფინანსო ორგანიზაცია აჩერებს სესხის გადახდის მოთხოვნას.


საკრედიტო კომპანიები და სესხის გამცემები ხშირად მიესალმებიან გადახდის გეგმის გადახედვას მომხმარებლებისთვის, თუ რა თქმა უნდა კარგი საკრედიტო ისტორია აქვს კლიენტს. მაგრამ არასდროს იფიქროთ, რომ ეს პროგრამები თქვენთვის თავისთავად კეთდება, ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმეთ, დარეკეთ“ -  ამბობს ო კონელი.


თუ გადაუხდელი ვალები მაინც პრობლემაა, საჭიროა კომპრომისებზე წასვლა - ტელეფონის გადასახადის საკრედიტო ბარათით გადახდა ან ელექტროენერგიის დაგვიანების საკომისიოს არ გადახდა.  „თუ რამე დანაზოგი გაქვთ, რამდენ ხანს შეძლებთ მის იმედად ყოფნას, თქვენი ყოევლდღიური საცხოვრებელი ხარჯების გათვალისწინებით? ეს კარგია თუ სამსახური გაქვთ, მაგრამ დღესდღეობით თქვენი სამასახური ორი კვირის ან ერთი დღის გარანტიასაც არ იძლევა“ - ამბობს ექსპერტი.


Forbes.ru

მოამზდა მარიამ მორგოშიამ




ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება
access_time2020-09-19 17:00:43
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანელი ავტომწარმოებლები SUV-ი ავტომობილების კუპე ვარიანტის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი სადილეროებში ასეთი ტიპის ავტომანქანების მოთხოვნით იყო გამოწვეული. თუ თქვენ ასეთი ტიპის მანქანები არ მოგწონთ, მაშინ სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. ეს საავტომობილო ტრენდი შეჩერებას არ აპირებს. მეტიც, გერმანელი ავტომწარმოებლები მეტოქეთა ახალ ნიშას პასუხგაუცემელს თითქმის არასდროს ტოვებენ. თქვენს წინაშეა Tiguan X-ი. ის Tiguan-ის კუპე ვერსიას...


მსგავსი სიახლეები

up