Forbes: ამსტერდამის ცენტრიდან „კოფიშოპებს“ და ბორდელების გატანა განიხილება

Forbes: ამსტერდამის ცენტრიდან „კოფიშოპებს“ და ბორდელების გატანა განიხილება

access_time2020-06-14 20:00:45

 

ამსტერდამის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კორონავირუსი დაფიქრების მიზეზი გახდა იმაზე, რომ ქალაქის ცენტრი არა ტურისტებს, არამედ ადგილობრივებს უნდა ეკუთვნოდეს. ეს ადგილი კი  ბორდელებს და ე.წ. „კოფიშოპებს“ ეკუთვნის, სადაც ლეგალურად იყიდება ნარკოტიკები.

 

პანდემიამ ადგილობრივ ხელისუფლებას ნათლად დაანახა - ქალაქი ზედმეტადაა დამოკიდებული ტურისტებზე, ხოლო მისი ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობისთვის თითქმის დაკარგულია.

 

ყოველდღიურად 19 მლნ. ტურისტი ამსტერდამში 6 მლრდ. ევროზე მეტს ხარჯავს, თუმცა, პანდემიის დროს ქალაქის ქუჩები დაცარიელდა. ტურისტების არყოფნის გამო ბორდელებიც დაცარიელდა, კოფიშოპები კი მარიხუანის მოყვარული ათასობით კლიენტის გარეშე დარჩა.

 

 

„ნათელი გახდა, ცენტრში რამდენად ცოტა ადამიანი ცხოვრობს, და მას ადგილობრივებისთვის რამდენად ცოტას შეთავაზება შეუძლია“ - განაცხადა ამსტერდამის ცენტრალური რაიონის საბჭოს თავჯდომარემ მაშა ტენ ბრუგენკატემ.

 

დღეს, როდესაც კარანტინი სუსტდება, ამსტერდამის ხელისუფლება  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს. მაისის ბოლოს ქალაქის მერმა ფემკე ჰალსემმა გეგმაც კი წარადგინა, რომლის მიზანიცაა სტუმრებს და ადგილობრივებს შორის ბალანსის დაცვა.

 

გეგმის მიხევდით, ისტორიულ ცენტრში მხოლოდ სუვენირების მაღაზიები, ბორდელები, და მარიხუანით მოვაჭრე კოფეშოპები არ უნდა იყოს - იქ ამის გარდა კომპანიების ოფისები, და ჩვეულებრივი მაღაზიები უნდა იყოს, სადაც ადგილობრივებს პროდუქტების და ყოველდღიური მოხმარების საგნების ყიდვა შეეძლებათ.

 

ამ კომპრომისის მისაღწევად ბიზნესისთვის ქალაქის ცენტრში მუშაობის ლიცენზიების გაცემის შეწყვეტა და ტურიზმზე ორიენტირებული ბიზნესისგან უძრავი ქონების გამოსყიდვა იგეგმება.

 


გეგმის მთავარი ნაწილია - ბორდელების გატანა ქალაქის ცენტრიდან და კოფიშოპების მოთოკვა. ეს ადვილი საქმე არაა.

 

ამსტერდამის ბევრი მკვიდრი ტურისტების ნაკადით წლების მანძილზეა შეწუხებული. პრობლემებს შორისაა ტურისტებს შორის ნარკომანების დიდი რაოდენობა, და მეძავების მიმართ გახშირებული ძალადობა.

 

„ნაგვის მანქანებს აქ წესრიგის შენარჩუნებისთვის რეისების შესრულება დღეში რამდენიმეჯერ უწევთ. ყელშია ამოსული ტურისტები, რომლებიც დათვრებიან, და მერე ჩვენი სახლების კარებთან აღებინებთ“ - ამბობს 52 წლის მამაკაცი, რომელიც  „წითელი ფანრების რაიონში“, ბორდელებთან გვერდით უკვე 16 წელი ცხოვრობს.

 

მისი აზრით,  ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოფიშოპები და ბორდელები უნდა დახუროს, მათ ნაცვლად კი ნორმალური მაღაზიების გახსნას.

„მათ ქალაქის ცენტრი მოქალაქეებს უნდა დაუბრუნონ, და ეს დღეს უნდა გააკეთონ. ან დღეს, ან არასდროს. სხვა დროს ისინი უკვე ამას ვერ გააკეთებენ“ - ამბობს ის.

 

თუმცა, ბორდელებს ამსტერდამის ცენტრიდან წასვლა არ სურთ - ქალები, რომლებიც იქ მუშაობენ, ტურისტებს თავიანთი შემოსავლის ძირითად წყაროდ მიიჩნევენ. ისინი ასევე აქაურობას სათვალთვალო კამერების დიდი რაოდენობის გამო, საკმაოდ უსაფრთხოდ თვლიან.

 

ამავე დროს, ამსტერდამის ადგილობრივ ხელისუფლებას დღეს მთელი ამ უძრავი ქონების გამოსყიდვის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია - ქალაქის ხაზინა ცარიელია.

 

„მოდით, ვაღიაროთ - მეძავებს ტურისტები სჭირდებათ, ტურისტებს კი ამსტერდამის მონახულება სურთ. და რა არის ამსტერდამში საინტერესო თუ არა ძველი ქალაქი?“ - ამბობს წითელი ფანრების რაიონში უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი მასტენ სტანასტი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები მარუხიანით მოვაჭრე კოფიშოპების მფლობელებმაც იციან. რამდენიმე კოფიშოპის თანამფლობელი პოლ ვილჰელმი ამბობს, რომ ბიზნესისთვის ეს ნამდვილი საშინელება იქნება.

 

„ტურისტები კოფეშოპებში შედიან, თუმცა, პარალელურად სასტუმროებში ცხოვრობენ, რესტორნებში დადიან, ტაქსებით და კატარღებით გადაადგილდებიან. შეუძლებელია პატარა სოფლის იდილიის და ეკონომიკური მეგაპოლისის შეთავსება“ - მიიჩნევს ის.

 

თუმცა, ბევრი ადგილობრივისთვისაც ტურიზმი პრობლემა არაა - უბრალოდ, ქალაქმა ძალიან გაუწონასწორებელი ელემენტები უკეთესად უნდა გაკონტროლდნენ - მიიჩნევს წითელი ფანრების რაიონში მცხოვრები 81 წლის პენსიონერი იან დორებუმი.

 

ამ მიდგომას ხელისუფლებაც იზიარებს.

 

„ჩვენ არ ვართ ტურისტების და ტურისტული ობიექტების წინაამღდეგი. უბრალოდ საჭიროა, რომ აქ მეტი სახლი, მაღაზიები და რესტორნები ადგილობრივებისთვისაც იყო. ჩემი ოცნებაა -  ამსტერდამის ცენტრი, რომელიც დინამიური ადგილი კვლავაც იქნება, ოღონდ ისეთი, სადაც ტურისტები არა მთავრი მოვლენა, არამედ  სტუმრები იქნებიან“ - განაცხადა ტენ ბრუგენკატე.

 

 


თეგები:
Forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up