Forbes: ამერიკა პატენტების ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს

Forbes: ამერიკა პატენტების ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს

access_time2021-01-31 18:30:22

კვლევითმა კომპანია IFI CLAIMS Patent Services-მა შეადგინა შტატებში ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის კუთხით 50 ლიდერი კომპანიის და 10 ლიდერი-ქვეყნის რეიტინგი.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოგონება ამერიკაში, როგორც ინოვაციების უმსხვილეს ბაზარზე, რეგისტრაციას აუცილებლად გადის.

 

კომპანიებს შორის შტატებში ყველა მეტი პატენტი IBM-მა დაარეგისტრირა, მეორე ადგილზეა  Samsung, მესამეზე - Kia Motors. პირველ ათეულშია ასევე ჩინური Huawei.

 

გლობალურ ბაზარზე ვითარება განსხვავებულია - IMB მეორე ადგილზეა, ხოლო პირველზე - Samsung, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე IMB-ზე 2-ჯერ მეტი ინოვაცია დაარეგისტრირა.

 

გლობალური ლიდერების ხუთეულშია Canon, Microsoft და  Bosch GmbH.

 

ჩინეთი ერთად-ერთი ქვეყანაა, რომელმაც აშშ-ში საპატენტო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა - 11%-ით 2019 წელთან შედარებით.

 

ამერიკულ ბაზარზე ყველაზე მეტი პატენტი თავად შტატებს აქვს - 164 379, შემდეგ მოდიან იაპონია - 52 421, სამხრეთ კორეა 22 400, და ჩინეთი - 18 792. ევროპულ ქვეყნებს შორის ამერიკაში დაპატენტების კუთხით ლიდერია გერმანია - 16 222 პატენტი. ათეულში ასევე ტაივანი (11 286), საფრანგეთი (6312), და ბრიტანეთი (5333) შედიან.


 

შტატებში გაცემული პატენტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 1%-თ შემცირდა  - 355 923-დან 353 708-მდე.

 

არაამერიკული კომპანიებიდან შტატებში ყველაზე მეტი პატენტი Samsung Electronics-მა დაარეგისტრირა  — 6415.

 

ათეულში Canon Inc., Microsoft, Intel, Taiwan Semiconductor, LG Electronics, Apple, Huawei Technologies და Qualcomm შედიან. ამ სიის ყველა მონაწილე -  Taiwan Semiconductor და Qualcomm -ს გარდა, ტოპ-10-ში 2019 წელსაც შედიოდა.

 

ათეულის მიღმა Amazon დარჩა, თუმცა, ონლაინ-რითეილერმა პოზიციები მაინც გაიუმჯობესა - 2019 წელს კომპანია მე-15 ადგილზე იყო, ხოლო 2020-ში მე-11-ა.

 

მაჩვენებლები ძირითადად ელექტრონული კომპონენტების და ტექნიკის მწარმოებლებმა გაიუმჯობესეს. მაგალითად, Sharp-მა  (32-ე ადგილი რეიტინგში) პატენტების რაოდენობა 22%-ით,  Taiwan Semiconductor-მა (6) - 18%-ით,  Huawei-მა (6) – 13%-ით.

 

პოზიციები ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებმა  - General Motors-მა და ნავთობ-გაზის გიგანტმა Halliburton-მა დაკარგეს, თუმცა,  ამავე დროს სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა Kia Motors-სმა დარეგისტრირებული პატენტების რაოდენობა 31%-ით, 1322-მდე გაზარდა. ამის წყალობით კომპანია  41-დან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.

 

შტატებში ყველაზე მეტი პატენტი მონაცემთა ციფრული გადამუშავების დარგში დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა ციფრული ინფორმაციის გადაცემა, მესამეზე - ნახევარგამტარი მოწყობილობები და უსადენო კავშირგაბმულობა.

 

ყველაზე სწრაფად ზრდადი სექტორია ბიოკომპიუტერული ტექნოლოგიები - ზრდამ 67% შეადგინა.

 

ასევე გაიზარდა პატენტების რაოდენობა ისეთ სექტორებში, როგორც აგროტექნოლოგია, მცენარეთა სელექცია, კვანტური გამოთვლები, ავტოპილოტების წარმოება, სატრანსპორტო ნავიგაცია, და 3D-ბეჭდვა.


forbes.ru


მოამზადა  თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up