Forbes: ამერიკა ევროპული ბაზრიდან რუსული გაზის განდევნას ცდილობს

Forbes: ამერიკა ევროპული ბაზრიდან რუსული გაზის განდევნას ცდილობს

access_time2020-05-10 17:00:38

 რატომ შემოაქვს აშშ-ს სანქციები გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ? იმიტომ რომ  ევროპაში ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტის ზრდა სურს, თუ იმიტომ რომ რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაართვა?

 

გაცხადებული მიზანი ორივე მიზნის შესრულებას გულისხმობს - დასავლეთ ევროპის რუსული გაზზე დამოკიდებულების შემცირებას და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების შესუსტებას.

 

სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია - თუ საუბარია რუსეთის გაზის წილის დასავლეთ ევროპაში შემცირებაზე, თავად ევროპელები მათზე ასეთ ზრუნვას არ ეთანხმებიან - ისინი მიიჩნევენ, რომ ამერიკის გარეშეც საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეძლებენ.

 

ერთია, თუ ამერიკა ფასით და ხარისხით რუსეთს კონკურენციას გაუწევს და სულ სხვაა - ეკონომიკური სანქციების გამოყენება კონკურენტის  წინაამღდეგ. საუბარია გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ზე, რომელსაც შეუძლია ევროპაში რუსული გაზის მიწოდების გაორმაგება.

 

ეს პოლიტიკური საკითხიცაა - ამ მილსადენის ამოქმედება  რუსეთს თავისი მოსისხლე მტრის, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტზე უარის თქმის საშუალებას მისცემს. 10,5 მლრდ. დოლარის ღირებულების მილი „გაზპრომს“ ეკუთვნის, თუმცა, ამერიკული სანქციების გამო, მისი დასრულებისთვის საჭირო ტექნოლოგიები რუსეთს არ გააჩნია - ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ასეთი მოსაზრება დომინირებს. ამავე დროს, თავად რუსები პროექტის 2021 წლისთვის დასრულებაზე საუბრობენ.

 

ამჟამად, რუსეთზე ევროპაში გაზის მიწოდების 39%, შტატებზე  კი მხოლოდ 3,5% მოდის.

 

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინაამღდეგ სანქციების შემოღების მთავარი ინიციატორია  ნავთობ-გაზის სექტორთან მჭიდროდ დაკავშირებული ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი. მისი თქმით, ეს გაზსადენი ნიშნავს ორმაგ მარცხს - გაზის გაყიდვები რუსეთს ექსპანსიონისტური მიზნების რეალიზებაში ეხმარება და ამავე დროს უკრაინას სატრანზიტო შემოსავლების გარეშე ტოვებს.

 


სანქციები ასევე პროექტში ჩართულ მესამე მხარეებზეც ვრცელდება - გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს აღმოჩნდა   - მსოფლიოში მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის დარგში უპირობო ლიდერი, შვეიცარიული Allseas Group პროექტიდან სწორედ ამ სანქციების გამო გავიდა.

 

მაგრამ ტედ კრუზი სიმართლის მხოლოდ ნაწილს ამბობს - მის მიერ ნახსენებ 2 ფაქტორთან ერთად, მესამეც არსებობს - აშშ-მ ევროპაში გაზის ექსპორტი უნდა გაზარდოს. სანქციები რუსეთის წინაამღდეგ აშშ-ს ევროპის ბაზრის ათვისებაში ეხმარება.

 

თუმცა, ზომებს პრაქტიკული შედეგიც აქვთ - რუსეთი იძულებულია უკრაინული ტრანზიტი შეინარჩუნოს. 2019 წელს მოსკოვმა და კიევმა ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 7 მლრდ. ღირებულების ახალ სატრანზიტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

2017 წლიდან არატრადიციული წყაროებიდან გაზის მოპოვების წყალობით, ამერიკა  გაზის მსხვილი ექსპორტიორი გახდა. დონალდ ტრამპის თქმით, სულ მალე ამერიკა მსოფლიოში ენერგიის მთავარი წყარო გახდება - ქვეყანა საკუთარ მოთხოვნილებებსაც უზრუნველყოფს, და თავის ფიკალის გაზს და ნავთობს მთელს მსოფლიოში გაყიდის.

 

შტატებში დღეს თხევადი გაზის ათობით საექსპორტო ტერმინალი შენდება, რაც ამერიკის გეგმების სერიოზულობაზე ნათლად მეტყველებს.

 

აშშ-ს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის ნილ ჩატერჯის თქმით, ამერიკული გაზი ევროპისთვის რუსული საწვავის კარგი ალტერნატივაა და ეს მომგებიანია მოკავშირეებისთვის.

 

დღეისთვის, აშშ-ს თხევადი გაზის უმსხვილესი მომხმარებლები ევროპაში ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთია, თუმცა, მთავარი სამიზნეა - ევროკავშირის უძლიერესი ეკონომიკა - გერმანიაა.

 

ბერლინი ატომურ და თბო ელექტროსადგურების ხურავს და ალტერნატიული ენერგეტიკაზე გადასვლას გეგმავს, თუმცა, სანამ ეს მიზანი შესრულდება, სიცარიელე გაზმა უნდა შეავსოს - სწორედ ამ ბაზრისთვის ბრძოლაა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ სანქციების ერთ-ერთი მიზანი.

 

გერმანელებს ეს ძალიან არ მოსწონთ და ამერიკის ხისტ მოქმედებებს ისინი თავიანთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ.

 

ევროპაში ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები გაიყო- დასავლეთ ევროპა სანქციების წინააღდეგია, ხოლო აღმოსავლეთში მათ რუსეთზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე რეალურ ბერკეტად მიიჩნევენ.

 

გეოპოლიტიკა - რთული საქმეა, თუმცა, მარტივი გამოსავალიც არსებობს - თუ აშშ-ს ევროპის გაზის ბაზრებთან წვდომის გაზრდა სურს, მან არა თავისუფალი მეწარმეობის პრინციპები, არამედ ძალისმიერი მეთოდები უნდა გამოიყენოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up