Forbes: ალუმინის ფასი 13-წლიან მაქსიმუმზეა

Forbes: ალუმინის ფასი 13-წლიან მაქსიმუმზეა

access_time2021-09-15 19:00:44

13 სექტემბერს ლონდონის ბირჟაზე ალუმინის ფასმა ტონაზე 3000 დოლარს მიაღწია - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლიდან. შემდეგ, 14 სექტემბერს, ფასი ოდნავ შემცირდა, თუმცა მაინც ძალიან მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა – 2981 დოლარი.

 

წლის დასაწყისიდან ამ ფერადი ლითონის ღირებულება 42%-ით გაიზარდა, 2020 წლის მინიმუმთან (1470) კი - თითქმის 2-ჯერ გაძვირდა.

 

ალუმინის ღირებულებასთან ერთად, იზრდება მწარმოებლების კაპიტალიზაცია - რუსული UC Rusal წლის დასაწყისიდან 102%-ით, ამერიკული Alcoa 110%-ით, ხოლო ჩინური Aluminium Corporation of China — 155%-ით გაძვირდა.

 

ფასის ზრდის მთავარი მიზეზია ლითონის დეფიციტი, რომელიც ეკონომიკის პოსტპანდემიურმა აღდგენა–მიწოდებას შორის დისბალანსმა გამოიწვია. ჩინეთში ალუმინის წარმოება გაიზარდა, თუმცა, მოხმარება სწრაფად იზრდება და კრიზისამდელ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.

 

ამ დროისთვის ალუმინის მსოფლიო წარმოების 58% სწორედ ჩინეთზე მოდის, დანარჩენი მწარმოებელი ქვეყნები 2019 წლის მოცულობებზე ვერ ადიან, რაც დეფიციტს აღრმავებს.

 


ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზია ჩინეთის მთავრობის მიერ ეკოლოგიაზე ყურადღების გამახვილება - კერძოდ, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების პოლიტიკა. ალუმინის წარმოება ბევრ ენერგიას მოითხოვს, რაც ძირითადად ტრადიციულ, ნახშირის და გაზის გენერაციას ზრდის და შესაბამისად, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

 

კიდეც ერთი მიზეზია - სამხედრო გადატრიალება გვინეაში, რომელიც მსოფლიოში ალუმინის წარმოებისთვის შეუცვლელია - სწორედ ამ ღარიბ აფრიკულ ქვეყანაზე მოდის ლითონის წარმოებისთვის აუცილებელი ბოქსიტების მოპოვების 20%.

 

არეულობა გვინეაში ალუმინის ფასის არასტაბილურობას ხელს უწყობს, თუმცა, ეს ფაქტორი მხოლოდ დანარჩენებთან ერთობლიობაში მომავალში დეფიციტის გაღრმავების და შესაბამისად, ფასის ზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

ანალიტიკოსების აზრით, ძვირი ალუმინის პერიოდი შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს, რადგანაც, ჩინეთის ეკოლოგიური პოლიტიკა მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას არ მისცემს. სხვა ქვეყნები კი ამ დანაკლისს ვერ დაფარავენ,

 

ამიტომაც, ალუმინის მწარმოებელი კომპანიების აქციები დღეს, როგორც არასდროს, მიმზიდველია ინვესტორებისთვის. თუმცა, ფასის ზრდაში სპეკულაციური შემადგენელიც არის, განსაკუთრებით გვინეასთან დაკავშირებით - ამ დროის მონაცემებით, გადატრიალების მიუხედავად, ალუმინის არც ერთ მწარმოებელს ბოქსიტების მიწოდების კუთხით არანაირი შეფერხება არ შექმნია.

 

სავარაუდოდ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგანაც ბოქსიტების მოპოვება გვინეაში შემოსავლის მთავარი წყაროა როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე მაღალჩინოსნებისთვის.

 

ასე რომ, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ცოტა ხანში ფასები ალუმინიზე შემცირდეს, თუმცა, ის ყველა შემთხვევაში მაღალი დარჩება.

 

forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up