Forbes: 2021 წლის ძირითადი საფრთხეები

Forbes: 2021 წლის ძირითადი საფრთხეები

access_time2021-01-05 20:00:59

საყოველთაო აზრით, 2021 წელი საკმაოდ რთული იქნება  - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პანდემიის გამო, თუმცა, სხვა რისკებიც არსებობს. გამოცემამ 2021 წელს მოსალოდნელი 10 ძირითადი რისკი გააანალიზა.

 

1.საფრთხეებს შორის პირველ ადგილზეა გაყოფილი ამერიკა და აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული სირთულეები.

 

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობით ამერიკისთვის ახალი და აქამდე უცნობი ეპოქა იწყება, როდესაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სახელმწიფოს მეთაურის არჩევის კანონიერებას არ აღიარებს.

 

ბაიდენი მსოფლიოში ამერიკის ლიდერობის აღდგენას შეეცდება, თუმცა, ამაში მას ხელს პოლაზირაცია და შიდა კრიზისებთან გამკლავების უუნარობა შეუშლის.

 

2. ხანგძლივი კორონავირუსი

2021 წელს კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეებს, არამედ პოლიტიკურ სტაბილურობას და მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება. პანდემია დასრულების შემდეგ ის მემკვიდრეობით ისეთ შედეგებს დატოვებს, როგორც უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ვალები და სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვა.

 

პრობლემებს ასევე ვაქცინაც შექმნის, რომელიც ცალკე აღებულ საზოგადოებებსაც და მთლიანად ქვეყნებსაც ღარიბებად და მდიდრებად კიდევ ერთხელ გაყოფს.

 

3. ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან

კლიმატის საკითხებში პოლიტიკა არასამთავრობო სექტორიდან საერთაშორისო კონკურენციის არენაზე გადაინაცვლებს. ბრძოლა მავნე გამონაბოლქვების წინაამღდეგ კერძო კაპიტალს დიდ შესაძლებლობების მისცემს, თუმცა, ამ შერკინებაში გამარჯვებულს საბაზრო პრინციპებთან ერთად პოლიტიკური ფაქტორებიც გამოავლენენ.

 

4. აშშ-ს და ჩინეთს შორის დაძაბულობის ზრდა


დაძაბულობა პეკინს და ვაშინგტონს შორის ვაქცინების, კლიმატური პოლიტიკის საკითხებში და ტექნოლოგიებში ზრდადი უთანხმოებების გამო გაიზრდება.

 

5. ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები

ერთი ქვეყნიდან მეორეში პირადი ინფორმაციის გადაცემის თავისუფლება კომპანიების დანაკარგებს გაზრდის და პოპულარული მესენჯერების მუშაობას ხელს შეუშლის. მთავრობები ღია გლობალური ინტერნეტის საფუძვლების შერყევას შეეცდებიან.

 

6, ციფრული კონფლიქტები

2021 წელს შესაძლოა ის წელი გახდეს, როდესაც კიბერშეტევები უკვე სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკური რისკებს წარმოქმნიან.

 

7. თურქეთი

სირთულეებმა ეკონომიკაში და კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოგანს ამომრჩევლის გულის მოსაგებად „საერთაშორისო თავგადასავლებში“ ჩაბმას აიძულებს. ამ გზით ის ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩევლის სიპმატიების მოპოვებას შეეცდება.

 

8. ახლო აღმოსავლეთი

2020 წელს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ნავთობზე ფასების შემცირებამ სერიოზული ზარალი მიაყენა.

 

2021 წელი ამ მხრივ უკეთესი არ იქნება, რადგანაც ფასები ენერგომატარებლებზე კვლავ დაბალი დარჩება. ამ ქვეყნების მთავრობებს ხარჯების შემცირება მოუწევთ, რაც ბიზნესს დააზარალებს და უმუშევრობის დონეს გაზრდის.

 

რეფორმები ნელი ტემპებით ჩატარდება, ხოლო პროტესტები გაიზრდება.

 

9. ევროპა ანგელა მერკელის შემდეგ

ანგელა მერკელის წასვლა გერმანიის კანცლერის პოსტიდან ევროპისთვის 2021 წელს ერთ-ერთი სერიოზული რისკი იქნება. კონტინენტს მძიმე თვეები ელის, პირველ რიგში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები.

 

და ამ დროს მასთან გვერდით არ იქნება მერკელი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი საყრდენი ბოლო 15 წლის მანძილზე იყო.

 

10. ლათინური ამერიკა

ლათინურ ამერიკაში მასობრივი ვაქცინაცია გაჭიანურდება, ხოლო პანდემიის მოსალოდნელი ახალი ტალღისთვის კონტინენტის ქვეყნები მზად არ არიან. პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა არგენტინაში და მექსიკაში დაგეგმილ საპარლამენტო, ხოლო ჩილეში, ეკვადორში, და პერუში  - საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე გაძლიერდება.

 

Forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
2021



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up