Forbes: 2020 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები მილიარდელების მონაწილეობით

Forbes: 2020 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები მილიარდელების მონაწილეობით

access_time2021-01-10 12:15:33


2020 წელს, ისევე როგორც ყოველთვის, არაერთი მილიარდერი ხმაურიან სკანდალში გაეხვა - ეს სკანდალები იყო როგორც საქმიანი, ასევე პირადი ხასიათის.

 

დონალდ ტრამპის გადასახადები

 

2020 წლის სექტემბერში გაზეთ The New York Times-მა დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გამოაქვეყნა და წარმოუდგენელი ფაქტები გამოავლინა.

 

საზოგადოების ყველაზე დიდი აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ 2016-2017 წლებში ტრამპმა მხოლოდ 750 დოლარის გადასახადები გადაიხადა. მანამდე კი, 20 წლის მანძილზე მის ბიზნესს ბიუჯეტში საერთოდ არაფერი არ შეჰქონდა იმის გამო, რომ მისი კომპანიები ზარალიანად ითვლებოდა.

Trump Organization-მა მოყვანილი ფაქტები უარყო და განაცხადა, რომ სინამდვილეში დონალდ ტრამპმა მილიონობით დოლარის საშემოსავლო გადაიხადა.

 

დღეს, გაზეთის მიერ მოყვანილ ფაქტებს აშშ-ს საგადასახადო სამსახური ამოწმებს. გამოცემის ცნობით, ტრამპის ჯამური ვალი 900 მლნ. დოლარს შეადგენს.

 

აშშ- ყველაზე მდიდარი შავკანიანი ბიზნესმენის პრობლემები

 

2020 წელს გაირკვა, რომ ამერიკის ყველაზე მდიდარი შავკანიანი ბიზნესმენი რობერტ სმიტი წლების მანძილზე, არაკანონიერი თაღლითური სქემის წყალობით, ბიუჯეტს ასობით მილიონ დოლარს უმალავდა.

 

ფედერალური ხელისუფლების ინფორმაციით, 2000-2015 წლებში მან ოფშორულ ანგარიშებზე 200 მლნ. დოლარზე მეტი გადაიტანა.

 

რობერტ სმიტმა თავისი დანაშაული აღიარა, დაგროვილი დავალიანება დაფარა, და 140 მლნ. დოლარის ჯარიმაც გადაიხადა. მან ასევე ჩვენებები თავისი კოლეგების წინაამღდეგ მისცა - მათ შორის საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ტოპ-მენეჯერები   და ფონდ Vista Equity მფლობელი, მილიარდერის რობერტ ბროკმანი იყვნენ. უკანასკნელს 2 მლრდ. დოლარის გადასახადების დამალვა ბრალდება.


 

Luckin Coffee - გაყალბებული მონაცემები

ყავახანების ჩინურმა ქსელმა Luckin Coffee ჩინეთში Starbucks-ის გასწრება სხვადასხვა ფასდაკლებებით და ასევე Nasdaq-ზე აქციების განთავსებით დააპირა .

 

კომპანიის ინვესტორები შემოსავლების ზრდით კმაყოფილები იყვნენ, თუმცა, ზღაპარი საინვესტიციო კომპანიის Muddy Waters Research-ს განცხადების შემდეგ დასრულდა, რომელმაც ყავახანების ქსელი თაღლითობაში დაადანაშაულა.

 

2020 წლის აპრილში Luckin Coffee-მ აღიარა, რომ შიდა გამოძიება კომპანიის დირექტორის მიერ ფინანსური მონაცემების უხეში გაყალბება გამოავლინა. თვის ბოლოსთვის კომპანიის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ ჩარლს ჩჟენიაომ 1 მლრდ.დოლარი დაკარგა - Luckin Coffee-ს აქციების ფასების ვარდნამ მისი ქონება 800 მლნ. დოლარამდე შეამცირა.

 

კომპანიამ ასევე აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 180 მლნ. დოლარის ჯარიმა გადაიხადა.

 

ლეონ ბლეკის კავშირები ჯეფრი ეფშტეინთან

 

ნოემბერში The New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო,  რომ საინვესტიციო ფონდის Apollo Management -ის მფლობელმა, მილიარდერმა ლეონ ბლეკმა 50 მლნ. დოლარი კონსულტაციებთვის ჯეფრი ეფშტეინს გადაუხადა.

 

ეფშტეინი 2019 წელს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრებს, რის შემდეგაც, უკვე ციხეში, მან თავი მოიკლა. აღმოჩნდა, რომ ლეონ ბლეკს მასთან საქმიანი კონტაქტები 2012-2017 წლებში ჰქონდა, როდესაც მოძალადე-მეწარმე დანაშაულში უკვე მხილებული იყო. თუმცა, მან დაზარალებულებთან შეთანხმებას მიაღწია და შტატ ფლორიდას ციხეში მხოლოდ რამდენიმე კვირა იჯდა.

 

ლეონ ბლეკმა გამოქვეყნებული ფაქტი აღიარა, და მის გამო ბოდიშიც მოიხადა - მისი თქმით, იმ დროს მან არ იცოდა, რომ ეფშტეინს სექსუალური ძალადობა ბრალდებოდა.

 

ჩინეთის მთავრობა ჯეკ მას წინაამღდეგ

2020 წლის ნოემბერში ჩინეთის ფინანსურმა რეგულატორმა ჰონკონგის და შანხაის ბირჟებზე კომპანია Ant Group-ის რეგისტრაცია გააუქმა  - ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დღეში კომპანია  35 მლრდ. დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავდა.

 

Ant Group — ჩინური Alibaba-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფულადი გზავნილების ბაზარზე მუშაობს.  მისმა მფლობელმა, ჩინეთის უმდიდრესმა ადამიანმა ჯეიკ მამ რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის მთავრობა ინოვაციების ჩახშობაში დაადანაშაულა. კრიტიკაზე საპასუხოდ Ant Group-ის ბირჟებიდან მოხსნის გადაწყვეტილება პირადად ჩინეთის ხელმძღვანელმა ლი ცზიანპინმა მიიღო.

 

ჯეიკ მას უკმაყოფილების მიზეზი ჩინეთის ანტიმონოპოლური სამსახურის მიერ მისი კომპანიების წინაამღდეგ გამოძიების დაწყებამ გამოიწვია.

 

Wirecard და დაკარგული 2 მლრდ. დოლარი

გერმანული საგადამხდელო სისტემის Wirecard-ის გენერალურ დირექტორს მარკუს ბრაუნს მილიარდერთა სიაში მოხვედრის შანის ჰქონდა, თუმცა, ამას ხელი შეუშალა კომპანიის ბალანსზე მყოფი 2 მლრდ. დოლარის უეცარმა დაკარგვამ.

 

სკანდალმა კომპანიის აქციების ფასი ჩამოშალა, თავად ბრაუნმა კი თავი ციხეში ამოყო. მას არა 2 მლრდ. დოლარის მოპარვა, არამედ ინვესტორთა მოზიდვის მიზნით ფინანსური მაჩვენებლების ხელოვნური გაზრდა ბრალდება. ამჟამად ის მიუნჰენის ციხეში განაჩენს ელოდება.

 

გამოძიებამ კი დაადასტურა ფაქტი, რომ ხსენებული 2 მლრდ. დოლარი კი არ გაქრა, არამედ ბუნებაში არ არსებობდა.

 

Forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up