Forbes: 2020 წელს ინვესტიციებმა კოსმოსურ ინდუსტრიაში 17,5 მლრდ. დოლარს მიაღწია

Forbes: 2020 წელს ინვესტიციებმა კოსმოსურ ინდუსტრიაში 17,5 მლრდ. დოლარს მიაღწია

access_time2021-03-20 20:00:29


 

ათწლეულების მანძილზე კოსმოსურ ინდუსტრიაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, თუმცა 2020 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო.

 

პანდემიით გამოწვეული სრული გაურკვევლობის პერიოდი კოსმოსის ათვისების მხრივ  ძალიან წარმატებული და შეიძლება ითქვას, რევოლუციური იყო.

 

ითვლება, რომ კოსმოსური ინდუსტრიის კომერციული რელსებზე გადაყვანა 2009 წელს - კომპანია SpaceX-ს მიერ ორბიტაზე ტვირთის ტრანსპორტირებით დაიწყო. 2015 წელს კი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხვდა - აშშ-ს პრეზიდენტმა კერძო  კომპანიებს კოსმოსური რესურსებისადმი წვდომა გაუხსნა.

 

ამის შემდეგ ინვესტიციები კერძო კოსმონავტიკაში სწრაფად გაიზარდა.

 

2020 წელს SpaceX-მა შემდეგი ნაბიჯი გადადგა, და ამჯერად კოსმოსში ჯერ 2, შემდეგ კი 4 ასტრონავტი გაუშვა, რაც ასტრონავტების რეგულარული კოსმოსური ფრენები დასაწყისი გახდა. გარდა ამისა კომპანია საკუთარ შვილობილ კომპანია Starlink-ს ავითარებს, რომელიც მსოფლიოში კავშირგაბმულობის უმსხვილესი ოპერატორი უკვე გახდა.

 

ასევე 2020 წლის ნოემბერში NASA-მ  20 ხელშეკრულება გააფორმა,  რომელთა მიზანია კომერციული კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარება.  სააგენტო საკუთარი ტექნიკური და ადამიანური რესურსებით 3 კომპანიას - SpaceX-ს, Blue Origin-ს, და Rocket Lab-ს - დაეხმარება..

 

2020 წელმა უკვე არსებული ტენდენცია საბოლოოდ გაამყარა - კოსმოში აქტიურად მიდის კერძო კაპიტალი, ეს კი - უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებია, თუნდაც სახელმწიფოსთან შედარებით. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ინვესტიციებმა კერძო კოსმოსურ ინდუსტრიაში 17,5 მლრდ. დოლარს მიაღწია.


 

კოსმოსური ინვესტიციები გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებად განიხილება - ზოგიერთი სფეროები, მაგალითად, ისეთები, როგორც თანამგზავრული ტექნოლოგიები შედარებით სწრაფ მოგებაზეა გათვლილი, ზოგიერთი პირიქით, თუმცა ეს ზრდადი ბაზარი ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ.

 

ბოლო 2 წლის მანძილზე ინვესტიციები კოსმოსში წელიწადში 10%-ით იზრდება. Bank of America-ს პროგნოზით, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 10 წლის მანძილზე ინვესტიციები ამ დარგში მინიმუმ 350 მლრდ.-მდე, მაქსიმუმ 1,4 ტრლნ. დოლარამდე გაიზრდება.

 

სხვა დარგებთან შედარებით 1,4 ტრლნ. ძალიან დიდი თანხა არაა - მაგალითად, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ჯამურმა ღირებულებამ 9 ტრლნ. დოლარს გადააჭარბა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ახალგაჩენილ დარგზე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ დაიბადა.

 

კოსმოსური ინდუსტრიის პოტენციალის ბოლომდე შეფასება საკმაოდ რთული საქმეა, რადგანაც დღეს-ხვალ მის ფარგლებში ბევრი ახალი მიმართულება გაჩნდება, რომელთა შესახებ დღეს არავინ არც კი ფიქრობს.

 

ყოველი ახალი გარღვევა - მთვარეზე ბაზის აშენება, მარსის დაპყრობა, და ა.შ. - ბევრ ახალ შესაძლებლობებს  გააჩენს.

 

ასეთი გარღვევები ეტაპობრივი იქნება, რადგანაც ნებისმიერმა კოსმოსური ტექნოლოგია ეკონომიკურად დასაბუთებული უნდა იყოს. ინვესტორები კომერციული ფრენების გაიაფებას და სხვადასხვა კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ელიან.

 

ინვესტორები კოსმოსური ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებში დარწმუნებულები არიან, და მათ ესმით, რომ ეს - მხოლოდ დორის საკითხია.

 

ფაქტიურად, დღეს კაცობრიობა ახალი მსხვილი დარგის დაბადების მოწმეა, ისეთივე ძლიერის და პერსპექტიულის, როგორც 30 წლის წინ მაღალი ტექნოლოგიები იყო.   2020 წელს ილონ მასკმა კოსმოსში პირველი კომერციული მძიმე რაკეტა Crew Dragon გაუშვა, ასევე 2020 წლის ბოლოს Virgin Galactic-მა კოსმოსური ტურიზმის განვითარების გეგმებზე განაცხადა და აქციების გაყიდვა დაუწყო, კოსმოსური ინიციატივებით

IT- სექტორის ლიდერებიც — Google, Apple, Amazon, Facebook, და Microsoft გამოდიან.

 

ასე რომ, ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება.

 

 

forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
კოსმოსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up