Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

access_time2020-07-16 20:00:56

2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს.


4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი პრობლემები 2020 წელს გამოჩნდა და პირველ 5 თვეში „გაზპრომის“ ექსპორტი 23,3%-ით ანუ 73 მლრდ. კუბურ მეტრამდე, შემოსავალი კი 53%-ით ანუ 9,7 მლრდ. დოლარამდე შემცირდა.


კატასტროფის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ 2019 წელს ევროპის ქვეყნებმა გაზსაცავები 96%-ით შეავსეს. გაზის შესყიდვების ზრდა უკრაინული ტრანზიტის ირგვლივ გაურკვევლობამ გამოიწვია, 2019 წელს რუსულ-უკრაინულ შეთანხმებას ვადა გაუვიდა და ევროპაში ახალ საგაზო ომს ელოდნენ. თუმცა, მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ - ს მშენებლობის დაუსრულებლობის გამო, რუსეთს კომპრომისზე წასვლა მოიწია. უკრაინული ტრანზიტი გაგრძელდა, მაგრამ დაგროვილი ჭარბი გაზი არსად გამქრალა.


გაზზე მოთხოვნა 2019-2020 წლებში თბილმა ზამთარმაც შეამცირა. გარდა ამისა, დიდი დარტყმა გაზის ინდუსტრიას კორონავირუსმაც მიაყენა. საბოლოო ჯამში გაზის მოხმარება არა ისე დრამატულად როგორც ნავთობის, თუმცა საგრძნობლად შემცირდა.



გაზმა გაიაფება ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყო. გაზის ბირჟაზე Title Transfer Facility (TTF) დეკემბრის დასაწყისში 1000 კუბომეტრი გაზი 249 დოლარი ღირდა, თუმცა 2020 წლის იანვარში 135 დოლარი გახდა, რაც 2 ივლისისთვის თითქმის განახევრდა და 60 დოლარამდე დაეცა.


Fitch Rating-ის პროგნოზით, 2020 წელს რუსული გაზის საშუალო ფასი კიდევ უფრო დაბალი 43 დოლარის ფარგლებში იქნება. Fitch Rating-ის გათვლებით, 2020 წელს „გაზპრომი“ მოგების ძირითად ნაწილს შიდა ბაზრიდან მიიღებს და სავარაუდოდ, გაზის ფასების ზრდა ნავთობივით სწრაფი არ იქნება - ამის ერთ-ერთი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე თხევადი გაზის სულ უფრო აქტიური გამოსვლაა. „გაზპრომის“ პროგნოზები კი შედარებით ოპტიმისტურია - ფასი 16,4%-ით, საშუალოდ 133 დოლარამდე შემცირდა.


2019 წელს ევროპის მიერ იმპორტირებული 400 მლრდ. კუბური მეტრიდან 108 მლრდ. სწორედ თხევად გაზზე მოდიოდა. ბუნებრივი გაზი თხევადზე იაფია და ეს რუსული მონოპოლისტის ბუნებრივი უპირატესობაა. ამერიკული თხევადი გაზი 2020 წლის დასაწყისში 190 დოლარი, ხოლო „გაზპრომის“ – 143 დოლარი ღირდა.


„გაზპრომის“ საქმიანობის მასშტაბებიდან და ევროპის ბაზარზე მისი 40%-იანი წილიდან, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ გიგანტის ჩანაცვლება ვინმემ მოახერხოს. თუმცა, კონკურენცია თხევად გაზზე იზრდება, რადგან მისი ტრანსპორტირება გაცილებით უფრო მარტივია, ეს კი გაყიდვების კუთხით მეტ მოქნილობას გულისხმობს.


წყარო Forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
გაზპრომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up