Forbes: 2020 წელს ფუფუნების საგნების ბაზარი 23%-ით შემცირდა

Forbes: 2020 წელს ფუფუნების საგნების ბაზარი 23%-ით შემცირდა

access_time2020-11-20 20:45:04

2020 წელს პირველად 10 წლის მანძილზე ფუფუნების საგნების ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა, ვარდნის მასშტაბები გაცილებით უფრო დიდი იქნება ვიდრე 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში, მაშინ ეს სეგმენტი მხოლოდ 8%-ით შემცირდა.

 

2020-ში კი ვარდნა 3-ჯერ მაღალი - 23%- იქნება. კომპანია Bain & Co-ს შეფასებით, ბაზრის ასეთი უპრეცედენტო ვარდნა, მათი დაკვირვებების ისტორიაში პირველად ხდება.

 

2019 წელს ლუქს საქონლის ბაზარი 7%-ით, 281 მლრდ. ევრომდე გაიზარდა, 2025 წელს ბაზრის მოცულობა 370 მლრდ- მდე უნდა გაზრდილ იყო, მაგრამ გეგმები კორონავირუსმა ჩაშალა.


ბაზრის ვარდნის ძირითადი მიზეზია პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებია. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ფუფუნების საგნების ბაზარი არ ჩამოიშალა ჩინეთია. მეტიც, 2019 წელთან შედარებით აქ ბაზარი  45%-ით გაიზრდება.

 

ყველაზე დიდი დარტყმა ლაქშერ ინდუსტრიამ ევროპაში მიიღო, რეგიონული მოხმარება 36%-ით შემცირდა. პარალელურად, 27%-ით შემცირდა აშშ-ს ბაზარი.

 

მსოფლიომ „შოკის და ცვლილებების წელი“ გადაიტანა, თუმცა, გამოჯანმრთელება შორს არაა - თვლიან Bain & Co-ს ექსპერტები. გაურკვევლობა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება,რომელიც ბაზრის მომავალი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და შეზღუდვების მოხსნის ტემპებზეა დამოკიდებული.


 

2021 წლისთვის Bain & Co ფუფუნების საგნების ბაზრის ზრდას 10-19%-ით პროგნოზირებს, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებლებს ის მხოლოდ 2022-2023 წლებში დაუბრუნდება.

 

თუმცა არსებობს უფრო რადიკალური შეფასებები, რეალური ვარდნა მინიმუმ 40%-ს შეადგენს, რადგანაც Bain & Co-ს სტატისტიკას ჩინეთის ბაზრის ზრდა არბილებს. თანაც ეს მხოლოდ რამდენიმე ძალიან ცნობილ და პოპულარულ ბრენდს ეხება, ისეთებს, როგორც Gucci ან Prada.

 

თუმცა, ასეთი ძლიერი კომპანია მხოლოდ რამდენიმე ათეულია, დანარჩენების საქმე გაცილებით უარესადაა. მაგალითად, იტალიაში ფუფუნების საგნებს 1500-ზე მეტი მცირე, ოჯახური კომპანია აწარმოებს და მათი გაყიდვები ნოლამდეა დასული.

 

სადღეისოდ დიდი ბრენდებიც კი ნეგატიურ შედეგებს ელიან, რადგანაც აზიაში მოსალოდნელი ზრდა მსოფლიოს სხვა რეგიონებში ბიზნესის ჩამოშლას ვერ დააკომპენსირებს.

 

Fashion Consulting Group-ის გენდირექტორი ანა ლებსაკ-კლეიმანსი თვლის. რომ ბაზრის აღდგენა 2023 წელზე ადრე მოსალოდნელი არაა.

 

„ეკონომიკების აღდგენა სხვადასხვა ტემპებით მოხდება. მაგალითად, ევროპაში ლუქს-ბაზრის აღდგენა ტურიზმის გამოცოცხლებაზეა დამოკიდებული, ეს კი 2025 წელზე ადრე ნაკლებად სავარაუდოა“   - თვლის ის.

 

მისი თქმით, Bain & Co-ს შეფასებები არარეალისტურია. მისი მიზანია ლუქს-კონგლომერატების აქციების ფასის შენარჩუნება. სხვათა შორის, მათი აქციები წლის მანძილზე გაიზარდა - Prada —  30%-ით, LVMH — 18%-ით, Kering — 15%-ით.


წყარო: forbes.ru

თეგები:
Forbes



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
access_time2020-11-26 17:25:29
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up