Forbes: 2020 წელი ავიაციის ისტორიაში ყველაზე ცუდი იქნება

Forbes: 2020 წელი ავიაციის ისტორიაში ყველაზე ცუდი იქნება

access_time2020-11-25 19:00:27

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2020 წელს დარგის ზარალის პროგნოზი 118,5 მლრდ. დოლარამდე გაზარდა, ჯერ კიდევ ივნისში საუბარი 84,3 მლრდ.-ზე იყო.

 

„წიგნებში 2020 წელი ავიაციის ისტორიაში ფინანსური შედეგების თვალსაზრისით ყველაზე მძიმედ შეფასდება. რომ არა 173 მლრდ. დოლარის სახელმწიფო დახმარებები, ჩვენ გაკოტრებების ტალღას დავინახავდით“ - განაცხადა IATA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ დე ჟუნიაკმა.

 

ასოციაციის გათვლებით, საშუალო ავიაკომპანია მთავრობის დახმარების დღევანდელი დონით და ბაზარზე არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში,  მაქსიმუმ 8,5 თვე გაძლებს, შემდეგ მისი გაკოტრება გარდაუვალია.

 

IATA-ში მგზავრნაკადის შემცირებას 60,5%-ი, სამგზავრო ფრენებისგან შემოსავლის ვარდნას კი 2/3-ით, 191 მლრდ. დოლარამდე  პროგნოზირებენ.  რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, ეს მაჩვენებელი პირიქით, 36%-ით, 117,7 მლრდ.- მდე გაიზრდება.

 

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავლის ზრდა სამგზავრო სექტორის ჩამოშლას ვერ დააკომპენსირებს.

 


სატვირთო ბიზნესი სამგზავროზე უკეთ მუშაობს, მაგრამ ეს ავიასექტორს ზარალისგან ვერ იხსნის“  - ამბობს ლე ჟუნიაკი.

 

მისი თქმით, ავიასექტორის მოგებაზე დაბრუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მგზავრები  ფრენებისთვის მზად იქნებიან, თანაც რეალურ ფასებში.

 

IATA-ს გათვლებით მოთხოვნა შიდა რეისებზე საერთაშორისოზე ნაკლებად შემცირდება, მათ შორის რუსეთში და ჩინეთში ამ დარგის უფრო სწრაფი ზრდის ხარჯზე.  შიდა ავიამიმოსვლა მოსალოდნელზე სწრაფად, ასევე შტატებშიც აღდგება.

 

2021 წელს ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 2,8 მლრდ.-ს მიაღწევს, ეს კი 2019 წელზე 1,7 მლრდ.-ით ნაკლები იქნება, მაგრამ თვითმფრინავების დატვირთულობის მაჩვენებელი 2020 წლის 65%-დან 72,%-მდე გაიზრდება.

 

სავარაუდოდ, 2021 წლის მე-4 კვარტალში სამოქალაქო ავიაცია მოგებაზე გავა, თუმცა, მთლიანობაში 2021 წელსაც დარგს ზარალი ელის - 38, 7 მლრდ. დოლარი (ივნისი პროგნოზით - 15,8 მლრდ.).

 

სატვირთო გადაზიდვები ვაქცინების ტრანსპორტირების და საქმიანი აქტივობის ზრდის ფონზე 2019 წლის დონეს დაუბრუნდება   - 61,2 მლნ. ტონა (2019-ში -61, 3 მლნ.) შემოსავლები კი 139, 8 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.

 

თუმცა, სამგზავრო ავიაციას მძიმე წლები მოელის - 2019 წლის დონეს დარგი მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.

 

 წყარ:forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ავიაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up