FORBES: 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები

FORBES: 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები

access_time2019-07-11 23:45:53

Forbes ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების რეიტინგს 1999 წლიდან, ტრადიციულად, ყოველწლიურად აქვეყნებს.

 

წლევანდელ სიაში, ყველაზე შემოსავლიან ცნობილ ადამიანად ტეილორ სვიფტი დასახელდა. 29 წლის პოპულარულმა მომღერალმა 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes-ის სიაში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი პერსონა 21 წლის ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერია. მან ერთ წელიწადში 170 მილიონი დოლარი მოაგროვა. მესამე პოზიციაზე 42 წლის ამერიკელი რეპერი, კიმ კარდაშიანის მეუღლე კანიე უესტი გავიდა, რომელმაც 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 



TOP-ათეულში ასევე შევიდნენ ფეხბურთელები, მოკრივე, ტელეწამყვანი და ერთი როკ-ჯგუფიც.

 

 

მაგალითად, ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ 2019 წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და TOP-ათეულში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. მეხუთე პოზიციაზეა ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი, რომლის ანაზღაურებამაც 110 მილიონი დოლარი შეადგინა; ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალი - 109 მილიონი დოლარით განისაზღვრა, მას კი 105 მილიონი დოლარით ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი მოსდევს;

 



 

TOP-ათეულში მეშვიდე პოზიცია ამერიკულ როკ-ჯგუფ The Eagles -ს ერგო, მათმა ანაზღაურებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა; ამერიკელი ფსიქოლოგისა და ტელეწამყვანის ფილიპ მაკგროუს შემოსავალი კი, 95 მილიონი აშშ დოლარი გამოვიდა. რაც შეეხება მექსიკელ მოკრივე, კანელო ალვარესს - ის 94 მილიონი დოლარით TOP-ათეულში მეათე პოზიციაზეა.




 

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზრაურებადი სელებრითების 100-კაციან რეიტინგში ელტონ ჯონი წელს მე -19 პოზიციაზეა, მან 2019 წელს 84 მილიონი აშშ დოლარი გამoმუშავება შეძლო.

 


81 აშშ დოლარით, 21-ე ადგილზე მომღერალი ბიონსე გავიდა, ხოლო ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი 22-ე პოზიციაზეა გამომუშავებული 80,5 მილიონი აშშ დოლარით.


bm.ge





ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up