Forbes: 2015 წელს უკრაინელი მილიარდერები გაღარიბდნენ

Forbes: 2015 წელს უკრაინელი მილიარდერები გაღარიბდნენ

access_time2016-03-31 19:26:03

Forbes –ის უკრაინულმა გამოცემამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები დაასახელა. რეიტინგის უცვლელი ლიდერია რინატ ახმეტოვი, რომლის ქონებაც Forbes –ის შეფასებით, განახევრდა და 4,6 მილიარდი დოლარიდან 2,3 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა. 

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2015 წელს შემცირების მთავარი ფაქტორი  იყო არა ომი დონბასში, არამედ ფასების შემცირება ნედლეულზე, კერძოდ რკინის მადანსა და ლითონებზე. ამასთან, ახმეტოვის იმპერია ზედმეტადაა დაკრედიტებული, რამაც ასევე ნეგატიური გავლენა მოახდინა ოლიგარქის ქონებაზე. 


მეორე ადგილზეა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იგორ კოლომოისკი, რომლის ქონებაც ერთი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარით შემცირდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კოლომოისკის ქონების შემცირებაზე გავლენა მოახდინა მისი გუბერნატორის პოსტიდან წასვლამ, ასევე კონფლიქტმა „უკრნაფტასთან,“ რომლის ხელმძღვანელიც უცხოელი ტოპმენეჯერი მარკ როლინსი გახდა. თუმცა, როგორც Forbes –ი აღნიშნავს, მიუხედავად კომპანიის სტრუქტურის შეცვლისა, „პრივატის“ ჯგუფის საკვანძო მენეჯერები ჯერ კიდევ რჩებიან თანამდებობებზე.

 

რეიტინგის მესამე პოზიციაზეა კოლომოისკის პარტნიორი ჯგუფ „პრივატში“ გენადი ბოგოლიუბოვი, რომელიც ფინანსური ჯგუფის თანამფლობელია. მისი ქონება 2015 წელს არ შეცვლილა და 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.


 

უკრაინის უმდიდრესი ადამიანების ტოპ–ხუთეულში ასევე შევიდა ვიქტორ პინჩუკი, რომლის ძირითადი აქტივები მედიასა და მეტალურგიაზე მოდის. პინჩუკის ქონებამ 2915 წლის მონაცემებით 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხუთეულს ასრულებს „მირონოვსკის პურპროდუქტების“ პრეზიდენტი იური კოსიუკი, რომლის ქონებაც 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.

 

საინტერესოა ასევე, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს ქონება ასევე 100 მილიონი დოლარით, 750 მილიონი დოლარიდან 858 მილიონნ დოლარამდე გაიზარდა.


პრეზიდენტმა ნაწილობრივ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება და საკონდიტრო კორპორაცია Roshen–ი გადასცა ტრასტს, თუმცა ეს მისი ერთადერთი აქტივი არ არის. პოროშენკო საერთაშორისო საონვესტიციო ბანკის მფლობელად რჩება.


როგორც Forbes–ი აღნიშნავს, პრეზიდენტს კვლავ ეკუთვნის აქტივები სახამებლის, საავტომობილო, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელ დარგებში. ამასთან, მულტიმილიონერის მფლობელობაშია რამდენიმე ნაციონალური და რეგიონული ტელერადიოკომპანია.



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up