Forbes: 10-მა მილიარდერმა კორონავირუსის გამო 83,4 მლრდ. დოლარი დაკარგა

Forbes: 10-მა მილიარდერმა კორონავირუსის გამო 83,4 მლრდ. დოლარი დაკარგა

access_time2020-03-02 20:00:02

Forbes-მა იმ მილიარდერთა სია შეადგინა, რომლებიც გასულ კვირას კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. რეიტინგში ვერ მოხვდა ვერც ერთი ჩინელი მეწარმე, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ჩინეთია ვირუსის სამშობლო. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ის, რომ ჩინელმა მილიარდერებმა ეპიდემიის შედეგები საკუთარ თავზე ბევრად უფრო ადრე იგრძნეს.


მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები დაზარალდნენ პანიკის შედეგად, რომელიც ბაზრებზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად ატყდა. თებერვლის ბოლო კვირა იყო ყველა მძიმე ფინანსური ბაზრებისთვის 2008-2009 წლის კრიზისის შემდეგ.


ათმა უმსხვილესმა მილიარდერმა გასულ კვირას ჯამურად ჯამურად 83,4 მლრდ, დოლარი დაკარგა. რეიტინგის მეორე ათეულის დანაკარგებმა ასობით მილიონი დოლარი შეადგინა.ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადების 87 000 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს უახლოვდება.


ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენაც, რაც გასულ კვირას მთელს მსოფლიოში აქციების სწრაფი გაყიდვის მიზეზი გახდა.ინდექსები Shanghai Composite და Euro Stoxx 50 დაეცა 5,2%-ით და 12,4%-ით, ხოლო აშშ-ს მთავარმა საბირჟო ინდექსმა Dow Jones-მა გასული პარასკევიდან დაკარგა 3500 პუნქტი და 12,4% - ეს არის ყველაზე ძლიერი ვარდნა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ.


ხუთშაბათს Dow Jones 1200 პუნქტით შემცირდ, რაც ნიუ-იორკის ბირჟის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ერთჯერადი ვარდნა აღმოჩნდა.


მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა - ჯეფ ბეზოსმა - გასულ კვირას 14,1 მლრდ. დოლარი დაკარგა. პარასკევს საღამოს ბეზოსის კაპიტალმა 113,6 მლრდ. დოლარი შეადგინა. ჩინეთში ქარხნების დახურვის გამო, Amazon-ს შესაძლოა საქონელი ყოველწლიური აქციისთვის (ივლისში)- ე.წ. Prime Day-სთვის დააკლდეს.უორენ ბაფეტის ქონება შემცირდა 9,8 მლრდ.-მდე და დღეისთვის 80,3 მლრდ. დოლარს შეადგენს. ფინანსისტმა ტელეარხ CNBC-ს განუცხადა , რომ კორონავირუსით გამოწვეული პანიკის გამო, ის სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.



„ჩვენ ვყიდულობთ ბიზნესს 20-30 წლით და კორონავირუსი ვერ შეცვლის ჩვენს სტრატეგიას 20-30-წლიან პერსპექტივაში“ - განაცხადა ბაფეტმა.


ბოლო ნახევარი წლის მანძილზე აქციების სწრაფი ზრდის წყალობით Tesla-მ კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გაუსწრო, თუმცა, გასულ კვირას ელექტოკარების მწარმოებლის აქციები სწრაფად გაიაფდა - ილონ მასკის ქონება შემცირდა 8,9 მლრდ. დოლარით, 34,7 მლრდ.-მდე.


სავარაუდოდ, კორონავირუსი ჩაშლის კომპანიის სწრაფ განვითარების სტრატეგიას - კერძოდ, ეპიდემიის გამო 2 კვირით დაიხურა Tesla-ს ქარხანა შანხაიში. სწორედ ის საწარმო, რომელიც იანვრის დასაწყისში ცეკვა-ცეკვით თავად მასკმა გახსნა.


Microsoft-ის აქციების ღირებულება, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე დამაჯერებლად იზრდებოდა, გასულ კვირას სწრაფად შემცირდა. იმის შემდეგ, რაც კომპანიამ გააფრთხილა ინვესტორები, რომ ჩინეთში შექმნილი სიტუაციის გამო ვერ მოახერხებს  კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულებას, ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება 53 მლრდ.-ით, ხოლო თავად ბილ გეითსის ქონება - 6,6 მლრდ.-ით შემცირდა.


თუმცა, ამის მიუხედავად, ის მილიარდერთა რეიტინგში მე-2 ადგილს ინარჩუნებს.


ევროპაში მილიარდები დაკარგეს მოდის ინდუსტრიის მაგნატებმა ამანსიო ორტეგამ და ბერნარ არნომ. ტანსაცმლის და ტექსტილის 33% დღეს ჩინეთში იწარმოება. ეპიდემიამ ჩინეთში დაარღვია მიწოდების ჯაჭვი როგორც ლუქს-კლასის, ასევე მასობრივი ტანსაცმლის ბრენდების წარმოებაში.


ბერნარ არნომ დაკარგა 7,4 მლრდ. მისი კომპანიის LVMH-ს აქციების ფასების ვარდნის შედეგად ამჟამად მისი ქონება შეადგენს 97,8 მლრდ. დოლარს.ესპანელმა მილიარდერმა, ბრენდ Zara-ს მფლობელმა ამანსიო ორტეგამ დაკარგა 6,1 მლრდ. დოლარი, ამჟამად მისი ქონება 70,9 მლრდ. დოლარს შეადგენს.


რეიტინგში ვერ მოხვდნენ ჩინელი მილიარდერები, რადგანაც მათმა კაპიტალმა შემცირება ბევრად უფრო ადრე -ჯერ კიდევ იანვარში, კორონავირუსის გაჩენის პირველ კვირებში დაიწყო.


წყარო:forbes.ru

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up