„FOOD FOR PROGRESS“ - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 17 მლნ დოლარიანი პროექტი იწყება

„FOOD FOR PROGRESS“ - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 17 მლნ დოლარიანი პროექტი იწყება

access_time2018-12-07 20:55:58

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში როს ვილსონს, ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებს შეხვდა.



სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის „Food for Progress“ დაწყების საკითხებზე იმსჯელეს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს.



აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ახალ პროექტს საქართველოში ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development“ (Land O’Lakes) დახმარებით განახორციელებს. პროექტის ხანგრძლივობა 5 წელია, რომლის ბიუჯეტსაც 17 მლნ აშშ დოლარი შეადგენს.



შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.




ყურადღება მესაქონლეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.



„დღეს მოხდა ახალი პროექტის „Food for Progress“ ინიცირება, რაც გულისხმობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ორგანიზაცია „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა როს ვილსონმა.



ახალი პროექტი ითვალისწინებს მესაქონლეობისა და მერძევეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას პროდუქტიულობის გაზრდის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდელების შემუშავების ხელშეწყობის გზით. მესაქონლეობის დარგში კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციების დანერგვის, მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგის განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის მხარდაჭერა.



პროექტის ბენეფიციარები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალო და მსხვილი ფერმერები და მეწარმეები იქნებიან.



პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, აგრეთვე სხვადასხვა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდება.


bm.ge






ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც გადმოინაცვლა და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა
access_time2019-02-21 18:02:31
ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა. სულ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ჯამური რაოდენობა 36 592 997 ლარის ტოლია. ფეხბურთის ფედერაციის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი დაფინანსება 2018 წელს მიიღეს: 1. “ტორპედო”ქუთაისი – 2 505 570 ლარი2. “საბურთალო” თბილისი – 2 463 000 ლარი3. “დინამო” თბილისი – 2 322 513 ლარი4. “ლოკომოტივი” თბილისი – 1 929 500 ლარი5....


მსგავსი სიახლეები

up