ფონდმა GGF ბაზისბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო

ფონდმა GGF ბაზისბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო

access_time2019-01-10 11:13:03


კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ბაზისბანკისა და ფონდ GGF–ს პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი მიიღო.


ინვესტიციის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტები დააფინანსოს.
ფონდის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტური პროექტების შედეგად, პირველადი ენერგიის წლიური დანახარჯი დაახლოებით 11,043 მლნ ვტ/სთ ოდენობის დანაზოგს მოგვცემს, ხოლო ნახშირორჟანგის გამოყოფას დაახლოებით 1,582 მეტრული ტონით შეამცირებს.


ფონდის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტების დაკრედიტებას მოხმარდება. საწარმოები კრედიტს ენერგოეფექტურობის და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მანქანა-დანადგარების განახლებისთვის გამოიყენებენ. ფონდთან პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, კერძოდ საჭიროებებზე მორგებულ სიმძლავრეების ამოქმედების სწავლებას, რაც „ბაზისბანკს“ საშუალებას მისცემს, ტექნიკურად შეაფასოს და გამოთვალოს მომავალი ინვესტიციების შესაძლო ზემოქმედება გარემოზე.



„მოხარული ვართ, რომ ფონდთან თანამშრომლობის და საქართველოში მწვანე დაკრედიტების ხელშეწყობის შესაძლებლობა მოგვეცა. ენერგოეფექტურობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით და ფონდის მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, „ბაზისბანკი“ უფრო ეფექტურად შეძლებს მწვანე პროექტების დაფინანსების ხელშეწყობას და განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჩვენი საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მსგავსი ტიპის სასარგებლო პროექტებში მაქსიმალური ჩართულობაახალი პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს კლიენტებს ენერგოეფექტურობის პროდუქტებისადმი კიდევ უფრო მეტად გავუღვივოთ ინტერესი. ხოლო ის ფაქტი, რომ სესხები სწორედ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა ხელსაყრელია როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე თავად მომხმარებლისთვისაც. გვჯერა, რომ ფონდთან „Green for Growth“ თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო, ნაყოფიერი და ხანგრძლივი იქნება.“ განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.


(R)





თეგები:
ბაზისბანკი



გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up