„ფონდი რეფორმირების პროცესშია და მომავალზე ორიენტირებული რეიტინგის გაკეთება - შეუძლებელია“ - Fitch-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს არ მიანიჭებს

„ფონდი რეფორმირების პროცესშია და მომავალზე ორიენტირებული რეიტინგის გაკეთება - შეუძლებელია“ - Fitch-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს არ მიანიჭებს

access_time2020-03-06 14:00:04

Fitch Ratings-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს არ მიანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაცია Fitch Ratings-ის ვებგვერდზე ვრცელდება. Fitch Ratings-მა გადაწყვიტა ამოიღოს „საპარტნიორო ფონდის“ გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტების დეფოლტ რეიტინგები (IDRs) „BB“ სტაბილური პროგნოზით.


„საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იოსებ მამუკელაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ფონდი ამჟამად რეფორმირების პროცესშია და მომავალზე ორიენტირებული რეიტინგის გაკეთება და პროგნოზი - შეუძლებელია.


Fitch-ის რეიტინგი ძირითადად არის მომავალზე ორიენტირებული მონაცემი, ის პოტენციური ინვესტორებს და პარტნიორებს ეუბნება, მომავალ წლებში რამდენად კარგი თუ არასახარბიელო იქნება ფონდთან თანამშრომლობა, ინვესტირება და ა.შ. ფონდი ძირითადად ფინანსდებოდა და ამჟამდაც ფინანსდება საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დივიდენდებით, ანუ მაქსიმუმ მათი მოგების 50% შეუძლია ფონდს რომ წამოიღოს დივიდენდის სახით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს 50%-ზე ნაკლებია და სწორედ ეს არის ფონდის შემოსავლის წყარო. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით რეფორმირების პერიოდში, როგორც მთავრობის მხრიდან ასევე ფონდის მენეჯმენტის მხრიდან საუბარია იმაზე, რომ ფონდის სტრუქტურა და დაფინანსება შეიძლება შეიცვალოს, ფაქტობრივად, არ ვიცით მომდევნო პერიოდში რა იქნება ფონდის მთავარი დაფინანსების წყარო. ამჟამად რეიტინგის გაკეთება ფაქტობრივად უაზრობაა, რადგან მომავალზე ორიენტირებული მონაცემების შედგენა როგორიც Fitch-ია და პროგნოზი - შეუძლებელია, რადგან ჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით დაფინანსების წყარო, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ წელს ამ რეიტინგს არ გავაკეთებთ. როგორც კი დამთავრდება ეს რეფორმების პროცესი, გვეცოდინება მთავარი მიზნები და დაფინანსების წყარო, ჩვეულებრივ შეგვეძლება განვაახლოთ მათთან პროცესი“, - განაცხადა იოსებ მამუკელაშვილმა.



აღსანიშნავია, რომ Fitch Ratings-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგების მინიჭების შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა. თუმცა, „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ასეთი მიზეზის დაფიქსირების საფუძველი აღმოჩნდა ის, რომ როდესაც Fitch-მა იკითხა რა იქნებოდა ფონდის დაფინანსების წყარო, წამოიღებდა თუ არა დივიდენდს ამაზე პასუხი არ არსებობდა, რადგან რეფორმები მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ დაიწერა ინფორმაციაში შეწყვეტის მიზეზად არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up