ფონდი „ქართუ

ფონდი „ქართუ" ზუგდიდში სარაგბო ბაზას აშენებს

access_time2021-10-16 12:35:08

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით რაგბის კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გაეცნენ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას შეფასებით, ფონდი „ქართუს" მიერ, ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურის  მშენებლობა - „პროექტი მოიცავს ორ მოედანს, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით, ასევე გათვალისწინებულია სასტუმრო და ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე,  ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, რომელიც ასევე იქნება წამახალისებელი ამ უბნის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე, ურბანული განვითარებისთვის" - განაცხადა „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ. მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს"  ზუგდიდში განხორციელებული პროექტებისთვის - „მადლობა იმ იმიჯის შემქმნელი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც მიმდინარეობს ან დასრულდა ჩვენს ქალაქში, ეს გახლავთ დრამატული თეატრი, ნიკოსეული სასახლე, რომელიც დასრულებულია ასევე, ბოტანიკური ბაღის საპროექტო სამუშაოები. ეს გახლავთ ის დახმარება, რომლის გარეშეც ამ  ობიექტების რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით" - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის სარაგბო ბაზა დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებელისთვის.

„ფონდი „ქართუ" ახორციელებს რაგბის მხარდაჭერის პროგრამას, ჯამში ჩვენ თოთხმეტი ბაზა გვაქ გაკეთებული მთელი ქვეყნის მაშტაბით, დაწყებული გვაქვს ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა, ეს იქნება საკმაოდ მოზრდილი ბაზა ოთხ ჰექტარზე გაშლილი, როგორც ხელოვნური ისე ბუნებრივი საფარის მქონე მოედნით და ასევე გაკეთდება ტრიბუნები და სასტუმრო, სადაც შეძლებენ გაჩერდნენ გუნდები, ნაკრებები. ეს პროექტი ზუგდიდისთვის იქნება დადებითი სპორტის განვითარების კუთხით, ასევე მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან აფხაზეთიდანაც შეძლებენ მსურველები მონაწიოლეობის მიღებას და ვფიქრობ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება ამით" - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „ქართუმ" ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.

„ბაზის მნიშვნელობა იქნება უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აფხაზეთის სიახლოვეს გვაქვს კომპლექსი და იცით როგორი ინიციატივაა იქიდანაც, რომ მეზობელი სოფლებიდან ბავშვებს უნდათ სიარული, ამიტომ დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო ტემპი და ვფიქრობთ რომ უახლოეს პერიოდში აქ მოედანზე ბავშვები შეძლებენ ვარჯიშს და მათგანაც უკვე რაგბის კავშირი გამოიკვებება მაღალპროფესიული მორაგბეებით. სულ რაღაც 5 დღის წინ 18 წლევანდელები გახდნენ ევროპის ჩემპიონები და დიდი გამარჯვებები გველოდება წინ" - განახადა იოსებ ტყემალაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up