ფონდი „ქართუ“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველისგან 4 მლნ პირბადეს შეისყიდის

ფონდი „ქართუ“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველისგან 4 მლნ პირბადეს შეისყიდის

access_time2020-04-28 15:00:46

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო მასალების მწვავე დეფიციტი გამოიწვია, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ქვეყანაში სამედიცინო პირბადეები დიდი ხნის წინ გაქრა, თუმცა ახალ რეალობაზე გადაწყობა ბიზნესმა მალევე მოახერხა. პირბადეების დამზადება ძალიან ბევრმა ტექსტილის საწარმომ დაიწყო, ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა ფერის და მასალის პირბადეები თავიანთი სურვილით შეერჩიათ.  მიუხედავად ამისა,  ბაზარზე სამშრიანი სამედიცინო ნიღბები ამ დრომდე დეფიციტშია. პრობლემის მოგვარებაში ისევ და ისევ საქართველოს მთავრობა ჩაერთო და ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. პირველი საწარმო საქართველოში, რომელმაც აღნიშნული ხაზის უმოკლეს დროში გამართა  და ერთჯერადი სამედიცინო პირბადეების შეკერვა დაიწყო შპს „რესპირატორია“.

 

კომპანიის პირველი შემსყიდველი „ფონდი „ქართუ“-ა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი  შპს „რესპირატორისგან“ 4 მლნ პირბადეს შეისყიდის და სახელმწიფოს (ჯანდაცვის სისტემას)  უსასყიდლოდ გადასცემს.

 

„რესპირატორის“ დირექტორის, სერგო გალუსტიანის განცხადებით, ქართული პირბადეების წარმოება კარგად მიმდინარეობს, მისი თქმით, „ფონდ „ქართუს“ უკვე დაახლოებით მილიონამდე პირბადე გადაეცა. როგორც გალუსტიანი აცხადებს, დღეს მეორე დანადგარი ჩამოვა, რის შემდეგაც საწარმო სრული დატვირთვით იმუშავებს და დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს.

 

როგორც სერგო გალუსტიანი აცხადებს, სამედიცინო პირბადეების შესყიდვით „პე ეს პე“ და „ავერსი“ დაინტერესდნენ თუმცა, კომპანია ახლა ნედლეულის მოძიების პროცესშია. „რესპირატორის“ დირექტორის თქმით, ნედლეულის შესყიდვა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც იგი განმარტავს „რესპირატორი“ და სახელმწიფო ერთობლივი ძალებით ცდილობენ ნედლეულის მწარმოებლების მოძიებას და მოლაპარაკებას, რომ მასალა შეისყიდონ. „კომერსანტი“ ასევე დაინტერესდა რა უჯდება კომპანიას ერთი პირბადის წარმოება, თუმცა, გალუსტიანმა განგვიცხადა, რომ ვერანაირ ინფორმაციას ვერ გვეტყოდა და ტელეფონი გათიშა.

 

შპს „რესპირატორი“, რეესტრში 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%იანი წილის მფლობელი სერგო გალუსტიანი, დირექტორები კი ასევე - სერგო გალუსტიანი და ლაშა ლაბარტყავა არიან.


 

სერგო გალუსტიანი შპს „რესპირატორის“ გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი, მეწილე ან დირექტორია. მის სახელთან დაკავშირებული კომპანიებია - LLC MEGA B, შპს ედ სპეისი, შპს ად მედია და შპს „პრინტ ვიჟენ“.


 


transparency.ge-ის მიხედვით სერგო გალუსტიანი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. შპს „რესპირატორის“ დირექტორმა  2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 40,000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილს - 60,000 ლარი.




ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up