„ფონდი ნატახტარი“: მზრუნველობამოკლებული ბავშვების და მოზარდების პრობლემის ეპისტოლეში ხსენება პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

„ფონდი ნატახტარი“: მზრუნველობამოკლებული ბავშვების და მოზარდების პრობლემის ეპისტოლეში ხსენება პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

access_time2016-05-05 17:48:33

„ფონდი ნატახტარი“ ეხმაურება სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პატრიარქის მიერ პრობლემის აქტუალიზაცია ხელს შეუწყობს მის მოგვარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის მიღწევას. 

 

კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით: „მინდა მადლობა გადავუხადო პატრიარქს სააღდგომო ეპისტოლეში მზრუნველობამოკლებული მოზარდების საკითხის დასმისთვის. „ფონდი ნატახტარი“ უკვე 5 წლის განმავლობაში ეხმარება ზრუნვას მოკლებული მოზარდების გაძლიერებას - მათ განათლებასა და დასაქმებას, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით ეს საკითხი და გვესმის პრობლემის სიღრმე. მინდა აღვნიშნო ბოლო პერიოდში დაწყებული კამპანიის „ყველა ბავშვი ოჯახში“ მნიშვნელობაც. ვფიქრობ ეს კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთი პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანდეს სახელმწიფო, ეკლესია, ბიზნესი და სამოქალაქო სექტორის და ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ მოზარდების გაძლიერებას, იქნება ეს განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების პერსპექტივის შექმნა თუ ოჯახის გაძლიერება - ფონდი სამივე მიმართულებით აქტიურობს“.

 

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემებს და საზოგადოებას, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი თანადგომისკენ მოუწოდა. „უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე  კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ  დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ“. 


 

ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი. „ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება“.

 

„ფონდი ნატახტარის“ პროექტი „იზრუნე მომავალზე“ 5 წლის განმავლობაში ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს მთელი საქართველოს მასშტაბით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსთან“ ერთად, ამ ხნის განმავლობაში უკვე დაიხარჯა 600 ათას ლარზე მეტი მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების მიმართულებით. ფონდი კვლავ აგრძელებს თანხების შეგროვებას და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერის პროგრამას.




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up