ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური წრის წარმომადგენლები იმუშავებენ

ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური წრის წარმომადგენლები იმუშავებენ

access_time2019-09-05 12:09:02

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება,- ამის შესახებ ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.


მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება, რაც საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


„ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში, სადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე, სხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი შემოუერთდებიან ჩვენს პროექტს და ძალიან მალე, მათ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ვიხილავთ. გერმანელმა პროფესორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში აქტიურად ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. ის იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი კავკასიის მთელს რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, ეს კი საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“,- განაცხადა ჩხეტიანმა.



როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესურასთან შეხვედრას მასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი და ფონდ „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი დაესწრნენ.



შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.





ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up