ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

access_time2019-10-21 18:11:51

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.ტაძარს რესტავრაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩაუტარდა.


2018 წელს დაიწყებული წეროსხევის ეკლესიის რესტავრაცია ფონდმა „ქართუ“ 214. 500 ლარით დააფინანსა.


კულტურუმი მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით, გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში, გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი. გარდა ამისა, ტაძრის ინტერიერში არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა, კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი, იატაკი მოიჭიმა კირხსნარით.


როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, პირველ რიგში, განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. სამუშაოები უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა.


ფონდი „ქართუ“ ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 28 ისტორიული ძეგლის რესტავრაციას აფინანსებს, საერთო ღირებულებით 2 728 300 ლარი. ფონდ „ქართუს“ მიერ 2005-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტავრირებულია 800 -ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 86 539 010 ლარია.


2000 წლიდან, დღემდე „ქართუ“ ასევე აფინანსებს კულტურის ინფრასტუქტურის აღდგენას, რეაბილიტაცია, რესტავრაციას და ა.შ.კულტურის სფეროში, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 2000 წლიდან ფონდს ჯამურად 600 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.


2018 წელს კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯულია 25 მილიონ ლარზე მეტი.მხოლოდ 2018 წელს კულტურის სფეროზე გაცემულია: 30 970 496 ლარი.


„კომერსანტი“




გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up