„ფოკანი“ ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს

„ფოკანი“ ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს

person access_time2016-04-10 14:09:42

საიუველირო საწარმო „ფოკანი" ფილიალის გახსნას საზღვარგარეთ გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი დავით კაკაბაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ კომპანია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. დავით კაკაბაძე ამბობს, რომ კომპანია სტაბილურად მუშაობს, დაგეგმილია როგორც ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება, ასევე განიხილება ფილიალის გახსნა მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში. მისი თქმით, „ფოკანი" აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათგან სხვადასხვა ნაკეთობებზე შეკვეთებიც აქვთ. რაც შეეხება ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობას, დავით კაკაბაძის თქმით, ეს მარტივი პროცესი არ არის და მუშაობა გრძელდება. „ფოკანი" რამდენიმე წელია ძვირფასეულობის მწარმოებელ იტალიურ კომპანია  BUCCELLATI-სთან, საათების მწარმოებელ კომპანიებთან Robert & Fils და Zannetti-სთან, ასევე ტელეფონების მწარმოებელ კომპანია VERTU-სთან ექსკლუზიური მობილურის დიზაინის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

 

„ფოკანის“ დამფუძნებელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ლარის კურსის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  ამ პროცესმა გაყიდვების მაჩვენებელზე გავლენა იქონია, თუმცა კონკრეტული მონაცემების დასახელებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება საიუველირო ნაწარმის ფასებს, მისი თქმით, პროდუქცია, როგორც მაღალშემოსავლიან სეგმენტზე ისე საშუალო ფენაზეა გათვლილი და მიუხედავად კურსის ცვლილებისა, კომპანია ყოველთვის ცდილობს შეამციროს ფასები.


 

„ფოკანის“ საწარმო  1999 წელს დაფუძნდა, 2005 წელს კი ბამბის რიგში მაღაზია გაიხსნა. „ფოკანის“ ნაკეთობები უძველესი ქართული ორნამენტებით მზადდება. კომპანიის სპეციალისტები ნაწარმს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უძველესი სამკაულების ფორმების მიხედვით ქმნიან.




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up