Focus: რუბლი რეკორდულ ვარდნას განაგრძობს

Focus: რუბლი რეკორდულ ვარდნას განაგრძობს

access_time2020-10-03 16:30:00

კვირის დასაწყისში ევრო 93 რუბლი ღირდა - ამაზე სუსტი რუსული ეროვნული ვალუტა არასდროს ყოფილა.



ახალ ეკონომიკურ კრიზისამდე რუსეთი პირველ რიგში პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა, თუმცა, ექსპერტები გვირაბის ბოლოს სინათლეს მაინც ხედავენ.



ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა დასავლეთში პოპულარობით ნაკლებად სარგებლობს, მაგრამ ის პროტესტებს რამდენიმე ფრონტზე იწვევს - ნავალნის სავარაუდო მოწამლვა, ბელორუსი დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერა, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, შიშები დასავლეთის სხვადასხვა არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების ჩარევასთან დაკავშირებით, და განახლებული ომი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის.



ბევრი დიდი თუ პატარა კრიზისი რუსეთის ეროვნულ ვალუტას ურტყამს. ივნისიდან რუბლი თითქის 14%-ით დასუსტდა დოლართან მიმართებაში და 20%-ით ევროსთან. ხუთშაბათს რუბლი მცირედით გამყარდა, თუმცა, დაკარგული პოზიციები მაინც ვერ აღიდგინა - დღეს 1 დოლარი 78 რუბლი ღირს, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ 73-74 იყო.



საბოლოო ჯამში პოლიტიკური ფაქტორები ფინანსური ხდება და მათ ძლევამოსილი პუტინი ვერ აკონტროლებს. ინვესტორები შიშობენ, რომ დასავლეთი რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს, ეს კი ბუნებრივად, ურტყამს რუბლის კურსს.




ამას ემატება კორონავირუსი - რუსეთში, ისევე, როგორც ყველგან, დაავადებულთა რაოდენობა ისევ იზრდება. რუსეთი, სადაც 1,2 მლნ. ინფიცირებული დაფიქსირდა, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა აშშ-ს, ინდოეთის, და ბრაზილიის შემდეგ. ინფექციის აფეთქებაც აფრთხობს ინვესტორებს, და მათ უფრო მშვიდი ნავსაყუდელის ძებნას აიძულებს.



თუმცა, რუსი ექსპერტები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, და სიტუაციას ნაკლებად დრამატულად მიიჩნევენ. სავარაუდო სანქციები მათ არ აშინებთ.



„მკაცრი სანქციები, რომლები შტატებმა არჩევნებში ჩარევის გამო შემოიღეს, ისე მკაცრად არ რეალიზდებოდა, როგორც გათვალისწინებული იყო. ასევე დასავლეთის ქვეყნებს მკაცრი სანქციები კრემლის მიერ პოლიტიკური მოწინაამღდეგეების დევნის გამოც არ შემოუღია. ასე რომ ჩვენ ველით, რომ შტორმი მხოლოდ სიმბოლური სანქციებით დასრულდება“ - ნათქვამია Commerzbank-ის ანგარიშში.



ამავე დროს მოხსენების ავტორთა აზრით, რუსეთის ცენტრალური ბანის საკმარისი რაოდენობის სავალუტო რეზერვებს ფლობს, და აუცილებლობის შემთხვევაში კურსის კორექტირება შეუძლია.



„ ამიტომაც, დღევანდელი ვარდნა დროებითია, და წლის ბოლოსთვის ევრო 84 რუბლი იღირება, რაც დღევანდელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. მომავალი წლის ბოლოსთვის კი ევრო 80 რუბლამდე დასუსტდება“ - მიიჩნევენ Commerzbank-ში.



მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






თეგები:
რუბლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up