Focus: რას აპირებს ტრამპების კლანი არჩევნების შემდეგ?

Focus: რას აპირებს ტრამპების კლანი არჩევნების შემდეგ?

access_time2020-11-18 20:00:32

რას აპირებს ტრამპების ოჯახი ახლო მომავალში?

 

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, აშშ-ში ყველა არა მხოლოდ პირადად მილიარდერის, არამედ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების მომავალზე მარჩიელობს.

 

ბოლო პერიოდამდე  მანჰეტენის მაღალ საზოგადოებაში ივანკა ტრამპის და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნერის ნიუ-იორკში დაბრუნებას გამორიცხავდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კუშნერის მულმა,  ტოპ-მოდელ კარლი კროსმა სატელევიზიო შოუ „პროექტ პოდიუმში მასთან  ერთად გამოჩენაც კი არ მოისურვა.

 

პრეზიდენტის სიძის ძმის, ჯოშის მეუღლე არ ესწრებოდა არც პატარა წვეულებას, რომელიც ჯარედის და ივანკას ქორწინების მე-10 წლისთავს მიეძღვნა - მისი თქმით, მან ეს ნაბიჯი „ტრამპებთან ერთ სურათში გამოჩენის მაღალი რისკის“ გამო გადადგა.

 

კროსი - გამონაკლისი არაა. 4 წლის წინ, ნიუ-იორკელები იმედოვნებდნენ, რომ ივანკა და ჯარედი დონალდ ტრამპზე შემარბილებელ გავლენას მოახდენდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ეს იმედი არ გამართლდა.

 

დღეს ამერიკის უმსხვილესი მეგაპოლისის უმაღლესი საზოგადოების კარი კუშნერ-ტრამპის წყვილისთვის დახურულია. ადრე მათი ოჯახი ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკლავ ნატალი პორტმანთან მეგობრობდა, მაგრამ  დღეს მათ ყველამ ზურგი აქცია.

 


თუმცა, ინსაიდერმა ნეტ ფრიმანმა დაწერა, რომ ივანკა და ჯარედი ნიუ-იორკში დაბრუნებას აპირებენ. ამიერიდან მათი ინტერესის სფერო  ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება იქნება. მათ ამ საქმეში ხელოვნებასთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდების დახმარების იმედი აქვთ.

 

ასევე ისინი ვარაუდობენ, რომ ეს მათ უმაღლეს საზოგადოებაში კარს ისევ გაუხსნის, და დაკარგული გარემოცვის დაბრუნებაში დაეხმარება.

 

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მათ ამ ეტაპზე აწყობთ, იმიტომ რომ წვეულებებს, სადაც მათ არ დაპატიჟებენ, არავინ აწყობს. თუმცა, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მუქარამ, რომ ვაქცინის აღმოჩენის შემთხვევაში ნიუ-იორკს მისი მიღებისთვის რიგში დადგომა მოუწევს, ტრამპების ოჯახის იმიჯი კიდევ უფრო დააზიანა - აღნიშნავს ფრიმანი.

 

ასევე მანჰეტენში კერძო სკოლების მოძიებაც შესაძლოა პრობლემა გახდეს. რამდენიმე კვირის წინ ჯარედის და ივანკას შვილებს ვაშინგტონში სკოლის გამოცვლა მოუწიათ - როგორც ამბობენ, ამის მიზეზი სხვა მოსწავლეების მშობლების უკმაყოფილება გახდა. 

 

კერძოდ, პრეზიდენტის ოჯახის წევრებს  წინასაარჩვენო კამპანიის დროს სხვადასხვა ღონისძიებებზე პირბადეების გარეშე მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ.

 

ისინი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს  არ იცავენ და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ - განაცხადეს მოსწავლეების მშობლებმა.

 

ამავე დროს ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრების მომავალი პოლიტიკური კარიერა უკვე გარკვეულია - ტრამპისთვის მიცემული 72 მლნ. ხმა მის შვილს და სიძეს რესპუბლიკურ პარტიაში დასაქმების გარანტიას აძლევს.

 

  ოჯახის წევრებს შორის, საზოგადოების და მასმედიის ყველაზე ნაკლებ ყურადღებას   ერიკი იპყრობს. სავარაუდოდ, მისი მომავალი მამის და ძმის გეგმებზეა დამოკიდებული.

 

focus.de


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up