Focus: პანდემია დოლარს უტევს, ევროს კი აძლიერებს

Focus: პანდემია დოლარს უტევს, ევროს კი აძლიერებს

access_time2020-07-15 19:00:15

კორონაკრიზისი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ევრომ გაუფასურება დაიწყო, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ პანდემია სავალუტო კავშირის მორიგ კრიზისს გამოიწვევდა. თუმცა, დღეს ვითარება შეიცვალა და ევრო მყარდება, რასაც დოლარზე ვერ ვიტყვით. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ინვესტორებისთვის მშვიდი ნავსაყუდელის როლი სულ მალე დოლარიდან სწორედ ევროსკენ გადავა.


თავის დროზე სკეპტიკოსებმა ევროს კურსის დევალვაცია დიდი ენთუზიაზმით აღიქვეს. მათი სცენარი თითქმის იდეალური იყო - სხვადასხვა ქვეყნები, თანაც დახურული საზღვრების პირობებში, ვირუსთან ბრძოლის კოორდინირებას ვერ მოახერხებენ. ეს მიდგომა ევროპაში ევროს კურსსაც განსაზღვრავდა. მიმდინარე წლის მარტში ერთიანი ევროპული ვალუტა დოლართან მიმართებაში 1,14-დან 1,06-მდე დაეცა. თუმცა, ფსკერზე დაშვების შემდეგ, ევრომ მალევე დაიწყო აღმავლობა და ამ დროისთვის მისი კურსი დოლართან მიმართებით 1,13-ის დონეზეა.


ბოლო 3 თვის მანძილზე ევრო 6%-ით გამყარდა და როგორც იქნა დასტაბილურდა. სავალუტო ტრეიდერები, რომლებმაც ინვესტირება ევროში მოახდინეს, დღეს მოგებას ითვლიან. შესაძლოა, ევრომ ზრდა კიდევ განაგრძოს, რადგან ამაზე ტექნიკური ინდიკატორები მეტყველებენ და ექსპერტებიც ამას ფიქრობენ.


Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროს ზრდა ევროპული ვალუტის შემდგომი გაძლიერების სიგნალი იქნება. ანალიტიკოსების აზრით, ზრდას ყველაფერთან ერთად ხელს ევროკავშირის ხელისუფლების კრიზის-მენეჯმენტის მიმართ ინვესტორების ნდობაც უწყობს.



„თუ ვალუტის კურსის მოძრაობას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში ევროს დასტაბილურებას უნდა ველოდოთ“, - მიიჩნევენ Commerzbank-ის ექსპერტები.


მათი აზრით, უახლოეს თვეებში როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე გერმანია იქნება, კავშირის ეკონომიკის აღდგენაზე საბოლოო შეთანხმება მოხერხდება. ეს კი ევროკავშირის გაძლიერებას და შესაბამისად, სავალუტო რისკების შემცირებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებული პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს. თუმცა, დახმარების პროგრამის წყალობით ევროკავშირის ქვეყნები ღრმა რეცესიიდან გასვლას მოახერხებენ.


პარალელურად, შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განხეთქილება ღრმავდება. ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის სერიის შემდეგ ის თითქის ნულამდე შეამცირა, ამიტომაც ამერიკული ეროვნული ვალუტა ამ მხრივაც სახელმწიფოსგან არავითარ დამხარებას არ იღებს.


დოლარის საპროცენტო უპირატესობა ევროსთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ის სერიოზულ არგუმენტად ვერ ჩაითვლება. დოლარის წინაამღდეგ კიდევ ერთი ფაქტორი - კორონავირუსის პანდემია მუშაობს. ბოლო თვეებში შტატებში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ამერიკაში 3,3 მლნ. ადამიანი დაავადდა, რის გამოც ქვეყანა ამ მაჩვენებელით მსოფლიო ლიდერი გახდა. სწორედ შტატებზე მოდის კორონავირუსით გარდაცვლილთა 25% და ეს დოლარის სტაბილურობაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს, ხოლო ევროს პირიქით, აძლიერებს.


წყარო focus.de

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up