Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

access_time2021-03-08 19:00:31

ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.



კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის ყველა ქვეყანას სხვა შესაძლებლობების ძიების უფლება აქვს, და ეს სრულიად ნორმალური პროცესია“.



ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიდგომა, რომელიც ვაქცინაციის ერთიან სტრატეგიას ითვალისწინებდა, სწორი იდეა იყო, თუმცა, გასათვალისწინებელია კორონავირუსის ახალი მუტაციები.



დღეს, როდესაც ვირუსი იცვლება,ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. ამიტომაც, არ შეიძლება ამ საკითხში მხოლოდ ევროკავშირის იმედზე ყოფნა. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები უნდა ვეძებოთ“ - მიიჩნევს ავსტრიის პრემიერ-მინისტრი.


თუმცა, ოფიციალური ვენის ნაბიჯი ევროკომისიისადმი უნდობლობის გამოხატვას ნიშნავს, ხოლო სებასტიან კურცის გადაწყვეტილება სხვებისთვის მაგალითი ხდება.



ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკვე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ვაქცინაცია დამოუკიდებლად მოუწევს, რადგანაც არავინ იცის, ერთიანი სქემა რამდენ ხანს იარსებებს“ - ამბობს ევროკომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი




საერთაშორისო პრესა ევროპის ერთიანი ვაქცინაციის გეგმის ჩავარდნას უკვე შემდგარ ფაქტად მიიჩნევს, მეტიც, ბელგიური გაზეთის Echo-ს აზრით, ეს იდეა თავიდანვე უტოპიური იყო - „ეროვნულმა ეგოიზმმა და პოლიტიკოსების ვიწრო, საკუთარ ამომრჩეველზე კონცენტრირებულმა აზროვნებამ ერთიან ვაქცინაციას შანსი არ დაუტოვეს - მიიჩნევს გაზეთი.



პოლონური გაზეთი Polityka დამანგრეველ დასკვნას აკეთებს - „იდეაში ვაქცინის ერთი, დიდი შესყიდვა უნდა ყოფილ იყო, თუმცა, კულისების მიღმა ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო, და შედეგად, დღეს ყველა იმ პრეპარატს ყიდულობს, რომლის ყიდვაც შეუძლია. ევროკავშირისთვის ეს მორიგი მარცხია“.



ავსტრიასთან და დანიასთან მიერთებაზე ჰოლანდიაც ფიქრობს, ამავე დროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ფსონებს რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე დებენ - უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, და ჩეხეთი.



სავაქცინო კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებს შორის შუღლს რამდენიმე მიმართულებით აღრმავებს, და პარალელურად ბერლინი-პარიზის კავშირის ოპოზიციის რამდენიმე ცენტრი ყალიბდება.



ევროპარლამენტის ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ანდრეას გლიუკი ვაქცინაციის ევროპული პროგრამის ჩავარდნაში ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ კლიაინენს ადანაშაულებს.



ზედმეტად ხანგძლივი მოლაპარაკებები და ვაქცინების შესყიდვაში გამჭირვალობის დაბალი დონე - იმის მაჩვენებელია, რომ ევროკომისიამ ამ კრიზისში ძალიან ცუდად იმუშავა“ - მიიჩნევს ის.



მისი აზრით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები ვაქცინის მოპოვების დამოიუკიდებელ გზას ირჩევენ - დიდი გამოწვევაა ბრიუსელისთვის.


Focus.de


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up