Focus: დონალდ და მელანია ტრამპები მრავალმილიონიანი გარიგება

Focus: დონალდ და მელანია ტრამპები მრავალმილიონიანი გარიგება

access_time2021-09-19 18:00:32

საძინებლები ცალკე ოთახებში და განცალკევებული ცხოვრება, მელანია და დონალდ ტრამპების ოჯახში სიყვარულზე უკვე დიდი ხანია არ საუბრობენ.

 

ინსაიდერები პალმ-ბიჩიდან, სადაც ექს-პრეზიდენტის ოჯახი ცხოვრობს, მათი ცხოვრების დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით წყვილის ცხოვრებაში არც ისე ბევრი ემოციაა დარჩენილი. დონალდ და მელანია ტრამპი მდიდრული რეზიდენციის სხვადასხვა ნაწილებში ცხოვრობენ და დროს ერთად თითქმის არ ატარებენ. თუმცა, განქორწინებაზე საუბარი არ არის და ამის სერიოზული მიზეზები არსებობს.

 

„მათ ორივეს საკუთარი ცხოვრება აქვთ, დღესასწაულებს და დაბადების დღეებსაც კი ცალ-ცალკე აღნიშნავენ. ძალიან იშვიათად ისინი ერთად ვახშმობენ, თუმცა, მცირე ხნით. დონალდი ძირითადად საქმიან პარტნიორებს და პოლიტიკოსებს გოლფის მოედანზე ან რესტორანში ხვდება, მელანია კი მთელ დროს 15 წლის შვილს ბერონს უთმობს და მარ-ა-ლარგოში სპა-ცენტრში დროს სასიამოვნოდ ატარებს“ - ამბობს ინსაიდერი.

 

ტრამპის გოლფ -კლუბის ყოფილი თანამშრომელიც მსგავს სურათს აღწერენ.

 

„არასდროს მინახავს, რომ დონალდი, მელანია, და ბერონი ერთად სადილობდნენ, ან ერთმანეთთან საუბრობდნენ. ეს სამეული ჩვეულებრივი ოჯახი არ არის. მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთ ოთახში არიან, ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებიან“ - იხსენებს ის.

 

ყველა, ვინც ყოფილ პირველ ლედის იცნობს ამბობს იმას, რომ მელანიამ ძალიან კარგად იცის თუ რა სურს ცხოვრებისგან და თავისი ქორწინების უპირატესობებს ძალიან აფასებს.

 


„მას აქვს ერთი სუპერ-უნარი,  მას შეუძლია დონალდს თავი ძლიერ მამაკაცად აგრძნობინოს, და ეს მელანიას წინამორბედებზე ბევრად უკეთესად გამოსდის. ამის სანაცვლოდ, დონალდი მას ბევრ თავისუფლებას აძლევს და მელანიას ოჯახსაც გულუხვად უზრუნველყოფს“ - ამბობს წიგნის „ტრამპის ქალები“-ს ავტორი ნინა ბერლი.

 

ექს-პირველი ლედის მშობლები და მისი და ინესი მრავალი წელია მასთან ცხოვრობენ და მელანია თავისი დროის ძირითად ნაწილს სწორედ მათთან ატარებს. ამბობენ, რომ 51 წლის მელანიას თითქმის არ ჰყავს მეგობრები დათავისი ოჯახის და დიდი ხნის სტილისტის პიერ ერვეს გარდა ის თითქმის არავის ენდობა.

 

მისი ყოფილი მეგობარი სტეფანი უოლკოფი ქორწინებას დონალდ ტრამპთან „თითქმის იდეალურ გარიგებად“ აფასებს. მისი აზრით ეს რეალობა წლების მანძილზე არსებობს და სავარაუდოდ, არც საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულების შემდეგ შეიცვლებოდა რამე.

 

ინსაიდერების ინფორმაციით დონალდის იმიჯის ხათრით, მელანია ზოგჯერ ჩნდება საჯარო სივრცეში მეუღლესთან ერთად და ამის სანაცვლოდ ის დონალდის ძლევამოსილებას და სიმდიდრეს იყენებს.

 

არის ინფორმაცია, რომ გაყრის შემთხვევაში მელანიას 50 მლნ. დოლარის მიღება შეუძლია, თუმცა, ეს მხოლოდ ჭორია, რადგანაც მათ საქორწინო კონტრაქტის პირობები გასაიდუმლოებულია. ამბობენ, რომ მელანიამ მისი მეუღლის პრეზიდენტობა კარგად გამოიყენა და კონტრაქტის პირობები შვილის, ბერონის სასარგებლოდ შეცვლა მოახერხა.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში გადაბარგდა, მელანი მას მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შემოუერთდა - დაყოვნების მიზეზი ოფიციალურად გახდა ის, რომ ბერონ ნიუ-იორკში სასწავლო წელი უნდა დაესრულებინა.

 

ის თეთრ სახლში რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ახალი საქორწინო კონტრაქტით გამოჩნდა.

 

„მელანიასთვის მთავარია ფინანსური სტაბილურობა. ამიტომაც 99%-იანი ალბათობით ისინი არ გაშორდებიან. შოკირებული ვიქნები თუ ის ოფიციალურ გაყრას მოითხოვს“ - ამბობს ტრამპების ოჯახის დიდი ხნის ნაცნობიო როი კური.

 

თუმცა, სხვები აღნიშნავენ, რომ მელანიას არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება - ის მოჭადრაკესავით იქცევა, და დიდხანს ჩუმადაა, სანამ მორიგ ნაბიჯს გადადგამს.

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო: Focus.de 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up