FlyUIA ივნისიდან საქართველოს მიმართულებით სიხშირეების გაორმაგებას განიხილავს

FlyUIA ივნისიდან საქართველოს მიმართულებით სიხშირეების გაორმაგებას განიხილავს

access_time2021-03-05 14:20:00

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას განიხილავს. ავიაკომპანია გათვლას ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აკეთებს და იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში მოთხოვნა გაიზრდება და კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე სიხშირეებს გაზრდის. ავიაკომპანიას ივნისიდან კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე კვირაში 14 სიხშირით სურს ოპერირება, ანუ დღეში ორი სიხშირით.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე FlyUIA რეისების განახლებას განიხილავს ბათუმის მიმართულებითაც. დღეისათვის აჭარაში უკრაინის ბევრი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას და ცხადია, ტურისტულ სეზონზე ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება იქნება.

თუმცა ორ ქვეყანაშ შორის სიხშირეები მაინც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და არსებულ რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული.

ცნობილია ის, რომ FlyUIA 29 მარტიდან კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიური რეისების შესრულებას გეგმავს. აღნიშნულ მიმართულებაზე 1-ლი მარტიდან კი FlyUIA-მ სიხშირეები უკვე გაზარდა და 4 სიხშირით ოპერირებს.

უკვე ცნობილია, რომ 1-ლი მარტიდან კი FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2-დან 4 სიხშირემდე ზრდის.


1-ელი მარტიდან ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ ორშაბათს, სამშაბათს ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება

უფრო მეტი დეტალი უკრაინაში შესვლის წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ხოლო სადაზღვევო პოლის შეიძენა შეგიძლიათ FlyUIA -ს ვებ გვერდზე ბმულით Оформить страховой полис – официальный сайт МАУ (Грузия) (flyuia.com)

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

avianews.ge

თეგები:
FlyUIA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up