მოლდოვურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FLYONE-მა საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელება გადაიფიქრა. როგორც AviaNews-სთვის გახდა ცნობილი, FLYONE-მა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების გადაწყვეტილება დაბალი მოთხოვნის გამო შეცვალა.
FLYONE, რომელიც საქართველოს მიმართულებით სეზონურ ფრენებს ასრულებს, მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულების უფლება 25 მაისს მიიღო და რეისებიც 4 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) უნდა შეესრულებინა.
თუმცა ავიაკომპანიამ რეისების განახლება ჯერ 25 ივნისამდე გადაავადა, ხოლო შემდგომ სრულად გააუქმა.
avianews.ge