სამწლიანი პაუზის შემდეგ FlyDubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„დუბაის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.