დავა „დაჩაგრულებზე  - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

დავა „დაჩაგრულებზე - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

access_time2018-11-16 19:30:42


 „თბილისის მერიისა და შერიგების სამინისტროს მიერ ინიცირებული კომიქსი „დაჩაგრულები, რომლის შესაქმნელადაც ბიუჯეტიდან 68 791 ლარი გამოიყო, არ დაბეჭდილა “, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

 

მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გამქრალ ფულზე და დაუბეჭდავ კომიქსზე წერდა.

 

ფლანგვის დეტექტორმა საკუთარ პოსტს კომენტარის სახით  დაურთო აუდიტის სამსახურის დასკვნა და პროექტის სრული აღწერა.

 

თუმცა, როგორც კომერსანტმა გაარკვია, დოკუმენტების  მიხედვით, პროექტის საბოლოო მიზანი კომიქსის დაბეჭდვა არ ყოფილა. „დაჩაგრულები“ მიზნად ისახავდა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებას, ნდობის პროცესის აღდგენის ხელშეწყობას და ქართულ-აფხაზური ისტორიის ილუსტრირებული კომიქსების შექმნას: 


 




სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ კონტროლის სისუსტეებში ვკითხულობთ, რომ აპარატში წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას არ არის დაცული ერთგვაროვანი მიდგომა, ნაწილი ხარჯებისა გაწეულია მინისტრის შესაბამისი ბრძანების გარეშე.

 

აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს გაუმჭვირვალე ხარჯებზეც. მათი თქმით, წარმომადგენლობითი ხარჯების საფუძვლად მომზადებული მოხსენებითი ბარათები, ხშირ შემთხვევაში სრულად არ ასახავდა მოწვეული სტუმრების ვინაობას, სტატუსს, რაოდენობას, გასაწევი ხარჯის სავარაუდო ოდენობას. რაც განპირობებული იყო საკითხის სპეციფიკურობით. ქართული მხარე ცდილობდა სტუმრების კონფიდენციალურობა დაეცვა, რათა ჩამოსულ ახალგაზრდებს აფხაზეთში პრობლემები არ შეჰქმნოდათ.



 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომერსანტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გაწეული ხარჯები, რაც აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს კომუნიკაციაში და ერთობლივ მუშაობაში დაეხმარა, სრულიად გამჭვირვალეა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ „დაჩაგრულებმა“ თავის ამოცანას შეასრულა და მიზანს მიაღწია:

 

კომიქსების შექმნის პროექტი ინიცირებულია აფხაზი ახალგაზრდების მიერ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც არის ინოვაციური,  საინტერესო, აქვს მხატვრული ღირებულება, და რაც მთავარია, პირდაპირ ემსახურება ნდობის აღდგენის და შერიგების ამოცანებს. ამ ახალგაზრდებმა მოახერხეს ძალიან რთული დაბრკოლებების და ხელოვნური ბარიკადების გადალახვა და ერთად, ერთ სივრცეში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მუშაობდნენ საერთო პროექტზე, შექმნეს კიდეც საკმაოდ მოცულობითი და საინტერესო პროდუქტი, რის გამოქვეყნებასაც თავად გეგმავენ. შესაბამისად, ამ საკითხით დაინტერესებულ გარკვეულ ორგანიზაციას თუ მედიას ექნება საშუალება თავად დარწმუნდეს პროექტის მატერიალურ შედეგში. თუმცა, უშუალოდ დაფინანსებული პროექტის ამოცანა არც კომიქსების შინაარსის განსაზღვრა და არც მისი პროდუქტის ერთჯერადი თუ სერიული გამოქვეყნება არ ყოფილა. ჩართულობის და შერიგების პოლიტიკიდან გამომდინარე პროექტმა მნიშვნელოვნად  შეუწყო ხელი ხელოვნური ხაზებით დაშორებული ახალგაზრდა, ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების კონტაქტს, დაახლოებას და გრძელვადიანი თანამშრომლობის აწყობას. სამწუხაროა, როცა ეს შედეგი და მისი მნიშვნელობა ჯეროვნად ვერ აღიქმება გარკვეული ორგანიზაციის მიერ“- , განმარტავენ ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში.


ბაჩო ადამია

 





1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up