ფიზიკური პირებზე გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 12.4 მლრდ ლარს გადააჭარბა

ფიზიკური პირებზე გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 12.4 მლრდ ლარს გადააჭარბა

access_time2021-03-01 15:00:10

იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 20%-ით 37.331 მლრდ ლარამდე გაიზარდა, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი უმნიშვნელოდ 0.12%-ით შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


1 წლის განმავლობაში გაცემული სესხების საერთო მოცულობა 6.215 მლრდ ლარით გაიზარდა, მათ შორის: სოფლის მეურნეობაში 188 მლნ-ით, მრეწველობაში 582 მლნ-ით, მშენებლობაში 592 მლნ-ით, ვაჭრობაში 652 მლნ-ით, სასტუმროებსა და რესტორნებში 597 მლნ-ით, ტრანსპორსა და კავშირგაბმულობაში 135 მლნ-ით, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე 106 მლნ-ით, უძრავი ქონებით კომერციულ საქმიანობაზე  437 მლნ-ით, ფინანურ სუამავლობაში მინუს 73 მლნ-ით, სხვა დარგებზე 92 მლნ-ით.


სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი იანვარში 44.8% იყო, 1 წლის წინანდელთან შედარებით ნახევარი პროცენტით ნაკლები.



სესხების ნახევარზე ოდნავ მეტი - 50.3% ფიზიკურ პირებზე და ინდმეწარმეებზეა გაცემული. წლის განმავლობაში სამომხმარებლო სესხების მოცულობა 620 მლნ ლარით 4.677 მლრდ-მდეა გაზრდილი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების კი2.283 მლრდ-ით 12.419 მლრდ ლარამდე.


უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემულ სესხებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი სხვა სეხზებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ფიზიკური პირებისთვის ლარში ის საშუალოდ 11.8%-ს შეადგენს, 0.3%-ით ნაკლებს, ვიდრე 2020 წლის იანვარში. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 6.3%-ს 0.1%-ით ნაკლებს ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up