ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხების ზრდა 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხების ზრდა 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

access_time2019-04-17 22:10:30

TBC Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2019 წლის მარტში არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი ნეგატიური გახდა და მან მინუს 1.9% შეადგინა. ეს გასული 6 წლის მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფიზიკური პირების არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ბაზარმა ზრდა, პრაქტიკულად შეწყვიტა.


ეს ზუსტად ის სესხებია, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს. მაგალითად, განვადებები, საკრედიტო ბარათები და მიკრო სესხები.


შემცირების ტენდენცია 2018 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის შედეგადაც ბანკებს შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. 2018 წლის 7 მაისს, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის ერთიანი ჭერი დაწესდა, რაც კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს წარმოადგენს.


ამ ცვლილების მიღებამდე, არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი თვეში საშუალოდ 13% იყო. ცვლილებიდან 5 თვეში ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი განახევრდა და 6.7%-მდე დაეცა.



პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედების შედეგად კი, ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი 0-ს ჩამოსცდა. საბანკო რეგულაციების ძირითადი პაკეტი 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა.


პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის შედეგად, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც, ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.


ამასთანავე, განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად კი, 4 წელი განისაზღვრა.


bmg



თეგები:
სესხები



საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up