ფიზიკური პირების ქონებაზე და საწარმოს მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბერს იწურება - რამდენი გადამხდელია საქართველოში?

ფიზიკური პირების ქონებაზე და საწარმოს მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბერს იწურება - რამდენი გადამხდელია საქართველოში?

access_time2022-11-09 15:00:48

2022 წლის 15 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონებაზე/მიწაზე და საწარმოს/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის სავადო თარიღია,  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, ქონების გადასახადი გადაიხადონ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017-2020 წლების სტატისტიკით გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის ყოველწლიურად იზრდება.


ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობა და გადახდილი გადასახადების მოცულობა  წლების განმავლობაში ასეთი იყო:


2017 წელი - 108 677  46 078 395.9 ლარი
2018 წელი - 117 610  48 783 020.3 ლარი
2019 წელი - 130 661  56 201 861.6 ლარი
2020 წელი - 140 855  56 125 218.7 ლარი


რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათი რაოდენობა და გადახდილი გადასახადების მოცულობა  წლების განმავლობაში ასეთი იყო:

2017 წელი - 42 072  348 676 162.2 ლარი
2018 წელი - 41 542  392 393 524.8 ლარი
2019 წელი - 43 042  418 123 026.3 ლარი
2020 წელი - 42 516  377 540 709.9 ლარი


შეგახსენებთ, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2021 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კიდის -10 100 1000 მითითება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up