კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
საქართველოს ბანკი
„საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 873,767,422 ლარს შეადგენს.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა, რომელმაც 551,303,540 ლარი შეადგინა. შემდეგ ადგილზე მოცულობის მიხედვით ვაჭრობისა და მომსახურეობის სექტორზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალია, რომელმაც 182,156,937 ლარი შეადგინა.
თიბისი ბანკი
„თიბისი ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 899,336,279 ლარს შეადგენს.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა, რომელმაც 505,603,270 ლარი შეადგინა. მოცულობის მიხედვით შემდეგ ადგილზე ვაჭრობისა და მომსახურეობის სექტორზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალია, რომელიც 175,943,670 ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში გაიზარდა 29 მლნ. ლარზე მეტით (წინა წელს 476,085,159 ლარი იყო), ხოლო „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში შემცირდა 645 ათას ლარზე მეტით (წინა წელს 551,949,303 ლარი იყო).