კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
საქართველოს ბანკი
„საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 560,199,101 ლარს შეადგენს.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა, რომელმაც 347,368,883 ლარი შეადგინა. შემდეგ ადგილზე მოცულობის მიხედვით ვაჭრობისა და მომსახურეობის სექტორზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალია, რომელმაც 121,173,747 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო და დისკონტური შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან კი 78,154,390 ლარს გაუტოლდა.
თიბისი ბანკი
„თიბისი ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 595,461,101 ლარს შეადგენს.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა, რომელმაც 329,706,707 ლარი შეადგინა. მოცულობის მიხედვით შემდეგ ადგილზე ვაჭრობისა და მომსახურეობის სექტორზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალია, რომელმაც 119,924,914 ლარია. „თიბისი ბანკის“ საპროცენტო და დისკონტური შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან კი 90,243,683 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში გაიზარდა 16 მლნ. ლარზე მეტით (წინა წელს 312,915,245 ლარი იყო), ხოლო „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში შემცირდა 14 მლნ. ლარზე მეტით (წინა წელს 362,107,160 ლარი იყო).
ნინო თამაზაშვილი