ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკების სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
საქართველოს ბანკი
„საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 286,458,502 ლარს შეადგენს.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა, რომელმაც 181,802,634 ლარი შეადგინა. შემდეგ ადგილზე მოცულობის მიხედვით ვაჭრობისა და მომსახურეობის სექტორზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალია, რომელმაც 58,102,809 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო და დისკონტური შემოსავლებმა ფასიანი ქაღალდებიდან კი 39,297,853 ლარს გაუტოლდა.
თიბისი ბანკი
„თიბისი ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 297,217,854 ლარს შეადგენს.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა, რომელმაც 167,400,946 ლარი შეადგინა. შემდეგ ადგილზე მოცულობის მიხედვით ვაჭრობისა და მომსახურეობის სექტორზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალია, რომელმაც 62,011,321 ლარი შეადგინა. „თიბისი ბანკის“ საპროცენტო და დისკონტური შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან კი 42,293,037 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში გაიზარდა 12 მლნ. ლარზე მეტით (წინა წელს 155,030,961 ლარი იყო), ხოლო „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში კი 4 მლნ ლარზე მეტით (წინა წელს 177,657,349 ლარი იყო).
ნინო თამაზაშვილი