ფიზიკურ პირებში დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 24%-ს ჩამოსცდა

ფიზიკურ პირებში დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 24%-ს ჩამოსცდა

access_time2021-03-06 10:00:30

საბანკო დეპოზიტების მოცულობა იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით 35.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 13.5 მლრდ ლარშია განთავსებული, 22.1 მლრდ უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარში. პორტფელი მოიცავს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ანაბრებსა და მიმდინარე ანგარიშებს.


პირველი თებერვლისთვის ლარში მიმდინარე ანგარიშები 3.6 მლრდ-ს შეადგენდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები 2.9 მლრდ-ს, ხოლო ვადიანი ანაბრები 7 მლრდ-ს. თავად ვადიან ანაბრებში ყველაზე დიდი წილი 1 თვემდე და 1 წელზე მეტი ვადის დეპოზიტებს ეკავა, შესაბამისად 2.4 და 2.5 მლრდ ლარი.


უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტებიდან მიმდინარე ანგარიშების წილი 5.6 მლრდ-ა, მოთხოვნამდე დეპოზიტების - 6.4 მლრდ. ვადიანი ანაბრების კი 10.1 მლრდ. განსხვავებით ლარისგან უცხოურ ვალუტაში 1 თვემდე ვადის ანაბრის წილი სულ 23 მლნ-ა, ანუ ვადიანი ანაბრების მხოლოდ 0.23%. 1 წელზე მეტი ვადის მქონე ანაბრების მოცულობა კი 5 მლრდ-ს აღწევს. 6-დან 12 თვემდე - 3.2 მლრდ-ს.



საპროცენტო განაკვეთები ლარში და დოლარში გახსნილ ანაბრებზე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. 1 წელიწადში ლარში ის 8.6%-დან 9.1%-მდე გაიზარდა, თუმცა ნოემბერში 9.3%-საც აღწევდა. უცხოურ ვალუტაში კი პირიქით, 2.8%-დან 2.5%-მდე შემცირდა.


ფიზიკური პირების დეპოზიტების წილი 18.7 მლრდ-ს აღწევს, რაც მთელი პორტფელის 52.5%-ს შეადგენს. თუ ჯამურად დეპოზიტებში ლარიზაციის მაჩვენებელი 38%-ა, ფიზიკურ პირებში ის მხოლოდ 23.4%-ს შეადგენს. 1 წლის წინ 24.5%-ს უდრიდა.


ფიზიკური პირებისთვის საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალია. ლარში ის 9.2%-ს შეადგენს. 1 წლის წინ 8.9% იყო, თუმცა 2020 წლის ივლისში 10.1%-საც აღწევდა. უცხოურ ვალუტაში კი ბოლო 1 წელიწადში 3%-დან 2.6%-მდე შემცირდა.


საშუალოდ უცხოურ ვალუტაში დარიცხული საპროცენტო განაკვეთი ლარში დარიცხულ სარგებელთან შედარებით 3.5-ჯერ მაღალია, მაგრამ ფიზიკური პირების ანაბრების ¾-ზე მეტი მაინც უცხოურ ვალუტაშია განთავსებული, რასაც ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ლარი დოლართან მიმართებაში ყოველწლიურად ორნიშნა მაჩვენებლით უფასურდება, გამონაკლისი 2017 წელი იყო. ასეთ ვითარებაში გაუფასურების ტემპი მაღალი საპროცენტო განაკვეთის სარგებელს მთლიანად ფარავს და დოლარსი გადახურდავებით ძირი თანხა ხშირ შემთხვევაში არათუ იზრდება, მცირდება კიდეც. 1 წლის წინ, როდესაც კურსი 2.87-ს შეადგენდა, 12 თვიან ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი ლარში 9.7%-ს შეადგენა, უცხოურ ვალუტაში 3.1%-ს. $1000 მაშინ 2870 ლარს უდრიდა. დოლარში გახსნილ ანაბარზე 1000 დოლარი 1031 გახდებოდა, რაც დღევანდელი კურსით 3412 ლარია. ლარის არჩევის შემთხვევაში დეპოზიტი მხოლოდ 3150 ლარამდე გაიზრდებოდა. 1000 დოლარის ექვივალენტ თანხაში განსხვავება 250 ლარზე მეტია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up