ფიტნესკლუბი ოკტოპუსი 2019 წლის გაზაფხულზე 800 ადამიანზე გათვლილ ახალ ფილიალს გახსნის

ფიტნესკლუბი ოკტოპუსი 2019 წლის გაზაფხულზე 800 ადამიანზე გათვლილ ახალ ფილიალს გახსნის

access_time2018-12-28 14:00:59

„ოკტოპუსის“ ახალი რიგით მეორე ფილიალი 2019 წლის მარტში ნინო რამიშვილის N20-ში გაიხსნება. ფიტნესკლუბის ახალი ფილიალი ორ სართულზე დაახლოებით 1 500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ის ჯამში 800 ადამიანს მოემსახურება.

 

როგორც „კომერსანტს“ ფიტნესკლუბის დირექტორმა მირანდა ბაქრაძემ განუცხადა, ახალი სივრცის კონცეფცია უცვლელი დარჩება, რადგან „ოტოპუსს“ ბაზარზე თავისი ნიშა უკვე უკავია. დირექტორი ახალი ფილიალის საინვესტიციო მოცულობას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, რადგან თანხების დათვლის პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მისივე თქმით, „ოკტოპუსის“ რიგით მეორე ფილიალში ახალი კადრების აყვანასთან ერთად ძველი და უკვე კვალიფიციური კადრების გადმოყვანა მოხდება.

 

მირანდა ბაქრაძე ფიტნესის ბიზნესში არსებულ სიტუაციაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ამ სეგმენტში ჯანსაღი კონკურენციაა და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ბოლო წლებში ბაზარი მზარდი გახდა. ეს კი განაპირობა იმან, რომ ფიტნესში ყოველდღიურად მომხმარებლების ინტერესი და რაოდენობა იზრდება.


„ჩვენ კონკურენციას ვერ ვგრძნობთ, რადგან ხარისხიანი მომსახურება და ლოიალური საფასო პოლიტიკა გვაქვს. ფასები ძველი კლუბის მსგავსად ახალშიც შენარჩუნდება. ჩვენ ძირითადად საშუალო სეგმენტზე ვართ ორიენტირებულნი. ვარჯიშის ერთთვიანი ღირებულება 140 ლარია, სამთვიანი 360 ლარი, ექვს თვიანი 640 ლარი , ხოლო ერთ წლიანი 990 ლარი.“ - განაცხადა მირანდა ბაქრაძემ.



რაც შეეხება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კადრების კვალიფიკაციას,  „ოკტოპუსის“ დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემები არც ამ მიმართულებითა.


ჩვენი და სხვადასხვა ფიტნესკლუბის ტრენერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალი სახის ტრენინგს გადიან, რაც მათ შემდგომ პროფესიონალიზმს განაპირობებს,  ამბობს მირანდა ბაქრაძე.

 


 ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსის“  პირველი ცენტრი 2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. კლუბი კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში ღიაა. მისი დარბაზი ჯამში სიდიდით 1 800 კვადრატული მეტრია. 


დარბაზში სულ ოთხი ზონაა, რომელიც ერთმანეთისგან გამოცალკევებულია. ეს ზონებია: აერობიკის, სპინინგის, ბოქსისა და დიდი ტრენაჟორის ზონა (წრიულია და წრეზე ბევრი სავარჯიშო მოწყობილობა აქვს). ყველა მიმართულებას თავისი ტრენერი ჰყავს.

 

„კომერსანტი“

 






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up