ფიტნეს კლუბებს შორის კონკურენცია მძაფრდება - ბაზარზე ახალი სავარჯიშო დარბაზები გაჩნდა

ფიტნეს კლუბებს შორის კონკურენცია მძაფრდება - ბაზარზე ახალი სავარჯიშო დარბაზები გაჩნდა

access_time2020-02-16 14:00:12

ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე საქართველოში ახალი ფიტნეს კლუბები იხსნება, ხოლო უკვე არსებული სავარჯიშო დარბაზები გაფართოებით და  ექსკლუზიური შეთავაზებებით ცდილობენ მომხმარებლების გადაბირებას.


„ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“ თბილისში „სითი მოლი საბურთალოს“ სავაჭრო ცენტრში ახალ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ კლუბის დირექტორმა გიორგი ასათიანმა განუცხადა, ახალ ფილიალს პრემიუმ-პრაიმ ლოკაცია ექნება, ანუ ის მაღალ კლასზე იქნება გათვლილი.


„ახალ ფილიალს, რომელიც „სითი მოლი საბურთალოში“ გაიხსნება პრემიუმ-პრაიმ ლოკაცია ექნება. მას დამატებით ისეთი უპირატესობების ექნება, რომელიც ქართული ბაზარისთვის სიახლეა. ორ საკითხზე ვაკეთებთ აქცენტს, პირველი - გვინდა იყოს სრულყოფილი და ყველა სახის ვარჯიშისთვის აუცილებელი სივრცე შექმნილი. მეორე - აქ იქნება მაღალი ტექნოლოგიები, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი თაობის ტრენჟორები განთავსდება, რომლებიც ინტეგრირებულია ადამიანის ქცევასთან. ამას დაემატება ისეთი მომსახურებები, როგორიცაა საუნა, სოლარიუმი და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი ასათიანმა.



კონკურენტის პარალელურად მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას უახლოეს პერიოდში გეგმავს ფიტნეს კლუბი World Class-ც, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაზე თავს იკავებენ. „კომერსანტთან“ საუბრისას ფიტნეს კლუბის მარკეტინგის დირექტორი ნინო ხუროძე ამბობს, რომ ისინი მომხმარებლებს ექსკლუზიური შეტავაზებებით და მუდმივი სიახლეებით ანებივრებენ.


„World Class-ის შემოსვლით საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ფიტნესინდუსტრია, კონკურენტებს შორის გაჩნდა განვითარების და პრემიუმ კლასის ფიტნეს დარბაზების გახსნის მოთხოვნა, ასევე გაიზარდა მომხმარებლის მხრიდან ხარისხიანი, სერტიფიცირებული ფიტნესპროდუქტების და მომსახურების მიღების სურვილიც. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოიტანს ბაზარზე, რის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ.


World Class-ის 1300 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მულტიფუნქციური კლუბი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე, პრემიუმ კლასის ფიტნეს სერვისს. მათ შორის: ფიტნესმწვრთნელების საერთაშორისო-სერტიფიცირებულ გუნდს;  მსოფლიოში ცნობილი ბრენდების AntiGravity®-სა და Romana's Pilates®-ის ექსკლუზიურ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროგრამებს; მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, Technogym-ის უახლესი ხაზით აღჭურვილ 600 კვ.მ. ფართობის სავარჯიშო დარბაზს ყველა ტიპის სავარჯიშო ზონით“, - განაცხადა ნინო ხუროძემ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up