ფიტნეს-კლუბებს შორის კონკურენცია მძაფრდება- ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან

ფიტნეს-კლუბებს შორის კონკურენცია მძაფრდება- ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან

access_time2016-12-12 10:00:09

ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე საქართველოში ახალი ფიტნეს-კლუბები იხსნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზარზე რამდენიმე, ახალი მოთამაშე გამოჩნდა, გასულ წელს ცნობილმა კალთბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სპორტული დარბაზების მსოფლიო ბრენდი Snap fitness შემოიყვანა. 2015 წელს ფიტნეს კლუბი „პროლაიფ ფიტნესიც" გაიხსნა. მიმდინარე წელს გაიხსნა სანდრო ეულის ქუჩაზე „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" .ბაზარზე ამოქმედდა მხოლოდ ქალბატონებისთვის განკუთვნილი კლუბი „სითი ფიტნესიც".

 

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ვაკეში კიდევ ერთი ახალი ფიტნეს კლუბი „წრე" გაიხსნა. კლუბის დირექტორი გიორგი ხვედელიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ სატრენაჟორო დარბაზის გარდა, მათთან მოქმედებს ფიტნეს კაფე, რომელიც მომხმარებლებს უკვე დათვლილი კალორიებით ჯანსაღ საკვებს შესთავაზებს. მისივე თქმით, კლუბმა სპეციალურად შეიძინე 6 ველოსიპედი, რითაც სარგებლობა კლუბის წევრებს ქალაქში შეეძლებათ. კვირაში ერთხელ დაგეგმილია დიჯეის მოწვევაც.

 

გიორგი ხვედელიანი ამბობს, რომ მათთან მოქმედებს ყველანაირი ჯგუფური ვარჯიშები. „ ჩვენთან არის იოგა, ზუმბა, აერობიკა, პილატესი ყველაფერი ერთად, სხვა კლუბებში კი არჩევანი მწირია. დარწმუნებული ვართ მოვახერხებთ - ვაკის მოსახლეობის მოზიდვას, სამომავლოდ კი ქსელის შექმნასაც ვგეგმავთ" აცხადებს ხვედელიანი. მისივე ინფორმაციით, კლუბი დილის 8 დან ღამის 1 საათმდე მუშაობს და თვიური აბონიმენტის ფასი 125 ლარია.




„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის" წარმომადგენელი გიორგი კალანდია აცხადებს, რომ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ მაღალი ხარისხის გამო კონკურენტებისგან მომხმარებლების გადაბირება მოახერხეს. მისივე თქმით, კლუბში უკვე 600 წევრი ჰყავთ და უახლოეს მომავალში გაფართოებასაც გეგმავენ. კალანდიას თქმით, მომხმარებელი კლუბში არსებული პირობების გარდა სავარჯიშო სივრცეს ადგილმდებარეობის მიხედვით ირჩევს.

 


„პროლაიფ ფიტნესის" გენერალური მმართველი ანა მირზოევი აცხადებს, რომ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა. „როცა ახალი ფიტნეს კლუბი იხსნება, ყველაფერი ლამაზი ჩანს, მოწესრიგებული და სუფთაა, თუმცა უმეტესობა მომხმარებლისა ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ისევ უბრუნდება ძველს. იდეალური არაფერია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლუბი ძალიან მაღალი დონის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს." აცხადებს მირზოევი. მისივე განმარტებით, კლუბში ფასებს ინარჩუნებენ და პერიოდული ფასდაკლებებით ცდილობენ, ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს მომსახურება. „პროლაიფ ფიტნესს" დღეისათვის 900 წევრი ჰყავს.

 


 

ავტორები: სალომე სოსელია




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up