ფიტნეს დარბაზები და აუზები სავარაუდოდ ივლისიდან გაიხსნება

ფიტნეს დარბაზები და აუზები სავარაუდოდ ივლისიდან გაიხსნება

access_time2020-06-22 19:55:31

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება. ბიზნესომბუდსმენმა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფიტნესინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომელთა შესრულებაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწევთ. ის, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება აღნიშნული ობიექტები, თავად ინდუსტრიის წარმომადგენლებზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ვადებში შეძლებენ შემუშავებულ რეკომენდაციებთან ადაპტირებას.


რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას.


ვარჯიშისას ფიტნეს დარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება, თუმცა აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა პირსახოცების ერთჯერად ცელოფნებში განთავსება, 2 საათში ერთხელ დასუფთავება და სოციალური დისტანცია.


ფიტნესცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მოაზრება გაუჭირდებათ.



„რეალურად, რჩება ვენტილაციისა და კონდიცირების თემა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველანაირად მოვერგოთ ყველანაირ რეგულაციას, თუმცა, გვინდა, რომ დარბაზში შენარჩუნებული იყოს ის ტემპერატურა, რაც მომხმარებლისთვის კომფორტული იქნება და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას თუნდაც, უჰაერობის გამო, - აცხადებს „ოქტუპუს ფიტნეს ცენტრის“ დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი „ქრონიკასთან“ საუბრისას.


ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ფიტნეს დარბაზების გახსნა წინასწარი ინსპექტირებით, ეტაპობრივად მოხდეს.


„არ გამოვრიცხავ, რომ გახსნა იყოს შემოწმების საფუძველზე, ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ვენტილაციის სისტემა. დახურულ სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარკვეულწილად სუფთა ჰაერის მიწოდების გაზრდილი ნაკადი. უნდა არსებობდეს განიავების შესაძლებლობა. ასევე, პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით ყოველი მომხმარებლისთვის. ამასთან, ზოგადად პრევენციული ღონისძიებები, რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, დისტანციის დაცვას და ა.შ. - კვლავ რჩება მოთხოვნად“ - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.


მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების ბოლო ეტაპად მოიაზრებოდა, თუმცა, ეს პროცესი დაჩქარდა.


imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up