ფიტნეს ცენტრებმა მუშაობა შეწყვიტეს -  ბიზნესს სახელმწიფოსა და ბანკებისგან შეღავათების მოლოდინი აქვს

ფიტნეს ცენტრებმა მუშაობა შეწყვიტეს - ბიზნესს სახელმწიფოსა და ბანკებისგან შეღავათების მოლოდინი აქვს

access_time2020-03-18 16:30:02

სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება შეიზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

COVID-19 გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით,  მუშაობდა, დროებით შეიწყვიტა „World Class“-მა. ფიტნეს ცენტრის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „World Class“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შესაბამისად,  ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, 17 მარტიდან დროებით შეწყვიტა მუშაობა. ნინი ხუროძე ამბობს, რომ პერსონალისთვის შრომის ანაზღაურება ჩვეულებრივად მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ „World Class“-მა არ იცის რა პერიოდით იხურება, თანამშრომლები ფიქსირებულ ხელფასს მაინც მიიღებენ. მისივე თქმით, ფიტნეს ცენტრი მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს, რადგან ფიტნესის გარდა, „World Class“  დამატებითი სერვისებიც აქვს, საიდანაც დამატებით შემოსავალი იღებს.

 

„ახალი კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების შემდეგ პრევენციული ზომები მივიღეთ. ბიუროსთან სულ ხაზზე ვიყავით, მათგან რეკომენდაციებს ვიღებდით და რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო მაქსიმალურად ვცდილობდით ყველაფერს ვაკეთებდით. სწორედ ამიტომ ვაგრძელებდით იმ პერიოდში მუშაობას, ავიღეთ ჩვენს თავზე ის პასუხისმგებლობა, რომ იმ ხალხს რომელთაც ჰქონდათ საწევრო, მოვმსახურებოდით. როდესაც დავინახეთ საფრთხე, მივიღეთ გადაწყვეტილება მუშაობა შეგვეწყვიტა. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, ჩვენი გათვლით აპრილის დასაწყისამდე თუ ყველაფერი რიგზე იქნება „World Class“ მუშაობას აპრილის პირველ რიცხვებში განაახლებს. ყველა კლუბის წევრს საწევრო უფასოდ განუახლდება“- აცხადებს ნინი ხუროძე.

 

კლუბის მუშაობის დროებით შეჩერების მიუხედავად, „World Class“ არ ჩერდება და მის მომხმარებელს ყველა ნორმის დაცვით სუფთა ჰაერზე ვარჯიშს სთავაზობს:


 

„ვაპირებთ, რომ კლუბის წევრებს ონლაინ ვარჯიშები შევთავაზოთ, ასევე სუფთა ჰაერზე თუ იქნება იმის საშუალება რომ სახლიდან გავიდეთ. ჩვენ გვაქვს სავარჯიშო კონტეინერი,რომელიც technogym-ის მოწყობილობებითაა აღჭურვილი და შეგვიძლია ადამიანები ღია ცის ქვეშ ვავარჯიშოთ. ეს განხორციელდება იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს თვითონ მოვარჯიშე, თუ ექნება სურვილი ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა ნინი ხუროძემ.

 

„World Class“ - ის მსგავსად მუშაობას წყვეტს „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“. როგორც კლუბის დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ „კომერსანტს“ განუცხადა ფიტნეს კლუბებისთვის ეს ყველაზე მძიმე პერიოდია და სახელმწიფოსა და ბანკებისგან შეღავათების მოლოდინი აქვს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბიზნესის ოპერირება, ჩვენ  მაქსიმალურად ყველა ზომა მივიღეთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  რეკომენდაციები დაგვეცვა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ  გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკეტა ფილიალები, ყველა კლიენტს დავუპაუზეთ თავიანთი ანგარიშები და გადაუანგარიშდებათ ხელახლა გახსნის შემდეგ.  ეს გადაწყვეტილება ჩვენი თანამშრომლების და მათი ოჯახებისა და კლიენტების მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღეთ.  ჩვენ ახლა ფინანსურად მძიმე სიტუაციაში ვართ,  რადგანაც ეს სეზონი ფიტნეს-კლუბებისთვის ფინანსური ხერხემალია. გაზაფხულზე ყველაზე დიდი მოხთოვნაა ფიტნეს ცენტრებზე და ამ შემოსავლებით ვახერხებთ დანარჩენი ჩავარდნილი სეზონების ანაზღაურებას. ვეცდებით ეს მდგომარეობა არ აისახოს თანამშრომლების ანაზღაურებაზე,  გვაქვს მოლაპარაკებები ბანკთან შეღავათებზე და  დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოსგანაც იქნება შეღავათები გადასახადების კუთხით. შესაბამისად შევეცდებით, რომ ჩვენი თანამშრომლები არ დაზარალდნენ ამ გარეშე ფაქტორების გამო.“ - ამბობს „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი.



ბაჩო ადამია

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up