„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

access_time2020-08-15 11:57:01

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, „ფიტჩმა“ ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+-მდე შეამცირა.

ფიტჩის“ 2020 წლის აგვისტოს ანგარიში საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან მიმართებით, ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მიმზიდველი საინვესტიციო  და ბიზნეს გარემოთი და მაღალი მართველობის ხარისხით. თანმიმდევრული და საიმედო პოლიტიკის ჩარჩო ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.

სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. ეროვნული ბანკის გატარებულმა მაკროპრუდენციულმა  ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.

„ფიტჩი“ არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.


სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით. გარდა ამისა, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მმართველობის  ხარისხით და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივით.

ფიტჩის“ შეფასებით, 2021 წლის აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლება 2020 წელს, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღება და 4.5%-იანი ზრდა. რელიზის თანახმად, ვირუსის შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებამ  ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებას. ბოლო მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით. 2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მთლიანობაში 5.8%-ით შემცირდა. „ფიტჩის“ შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იქნება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდით.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობა პანდემიის შემდგომ შეინარჩუნებს მზაობას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართ, რაც მხარდაჭერილია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამით.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


თეგები:
Fitch



The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up