„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, უცვლელად დატოვა

access_time2021-02-13 11:45:32

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, უცვლელი დატოვა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „ფიტჩმა“ შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „B+“-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსისა და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია „BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მმართველობის ხარისხითა და ბიზნეს გარემოთი.

სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. „ფიტჩის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.


ფიტჩის“ ანგარიშში ნათლად აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებსეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ. ამასთან, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ოპოზიციური პარტიების პარლამენტის ბოიკოტირების ფონზე, სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ახდენს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც წინა შოკების პერიოდში, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება – უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ს 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.

„ფიტჩი“ ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმართ დონორების მიერ გამოცხადებული მნიშვნელოვანი ნდობასა და მხარდაჭერაზე.

„პანდემიის პერიოდში, მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანიას უმყარებსრწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია.

ქვეყნის მმართველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივე აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის ერთგულება ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმების პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რაც ნათლად დადასტურდა პროგრამის მეშვიდე შეფასებითაც და აღნიშნული ნათლად მიანიშნებს მთავრობის მზაობაზე, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები:
პიტჩი BB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up