"Fitch საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად, BB-ზე ტოვებს, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში" - კობა გვენეტაძე

access_time2021-02-13 11:20:00

სარეიტინგო კომპანია „Fitch“ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად, "BB"-ზე ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სანდო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების შემცირებაში როგორც წინა ეკონომიკური შოკების დროს, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში.

" მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა და სავალუტო ბაზრის ინტერვენციების კომბინაციამ ხელი შეუწყო ფინანსურ სტაბილურობასა და გაცვლითი კურსის მერყეობის შერბილებას. საქართველოს ეკონომიკა არის მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე ზომის და საკმაოდ ღია (სავაჭრო გახსნილობაა მშპ-ს 60.9%, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე 46.5%-იანი ‘BB’ ჯგუფის მედიანური მაჩვენებელი). თუმცა სანდო პოლიტიკის ჩარჩომ 2012 წლიდან საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობის ინდიკატორები ‘BB’ ჯგუფის მედიანურ მერყეობაზე ქვემოთ შეუნარჩუნა. მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო +1 ქულა ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრული ფისკალური პოლიტიკის სტრატეგიას და სსფ-ს რაოდენობრივი კრიტერიუმებისა და სტრუქტურული მაჩვენებლების კარგად შესრულების გამოცდილებას. პოლიტიკის ასეთმა კომბინაციამ საგარეო შოკებისადმი მდგრადობა უზრუნველყო, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში უარყოფითი განვითარებების დროს და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა",-წერს გვენეტაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up