Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგი „BB-“ დან „BB“ პოზიტიური პროგნოზით გაუზარდა

Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგი „BB-“ დან „BB“ პოზიტიური პროგნოზით გაუზარდა

access_time2019-12-11 18:15:18

მსოფლიოს სარეიტინგო კომპანიების სამეულში შემავალმა Fitch Ratings-მა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა და გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „BB-“ დან „BB“ პოზიტიური პროგნოზით გაუზარდა.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ხალიკ ბანკის“ რეიტინგი მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაუმჯობესდა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის „ხალიკ ჯგუფი“, რომლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრადი წევრიც „ხალიკ ბანკი საქართველოა“. თავად ჯგუფი წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, რუსეთისა და საქართველოს საფინანსო ბაზარზე. „ხალიკ ბანკი ყაზახეთის” რეიტინგი ამ ეტაპზე არის „BB+“ პოზიტიური პროგნოზით. Fitch Ratings-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხალიკ ბანკ ხაზახეთსა“ და „ხალიკ ბანკ საქართველოს“ შორის მცირე სარეიტინგო სხვაობა ჯგუფში ქართული ბანკის მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს.



ქართული ბანკის დაწინაურება პოზიტიურად აისახება თავად ჯგუფზე, რომელიც ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კი „ხალიკ ბანკი“ 2008 წლიდან არის წარმოდგენილი როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც სთავაზობს კორპორაციულ და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს. „ხალიკ ბანკი საქართველოს“ დაწინაურება განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე არსებული მსხვილი ბანკების რეიტინგი "BB"დან "BB-"-მდე შემცირდა.


ipn.ge

თეგები:
Fitch Ratings



კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up