Fitch - მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

Fitch - მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

access_time2021-08-07 10:54:36

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, საქართველოს მიზანია, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. Fitch-ის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახადა.

მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება, ნათლად მიანიშნებს, Fitch-ის მაღალ სანდოობას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ფისკალურ მდგრადობაზე.

რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება. ამასთან, საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაუმჯობესდა საგარეო ბუფერები.

საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა. საბაზო ეფექტის გამორიცხვით ეკონომიკურ ზრდასხელი შეუწყო საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე ტურიზმის აღდგენის ტენდენციებმა.

მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, Fitch-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი3.5%-ული პუნქტით (4.3%-დან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის რისკებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის ტემპი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.


სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის სანდო და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო ქვეყნის მდგრადობას არა მხოლოდ პანდემიით განპირობებული შოკების, არამედ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე შოკების მიმართაც (თურქეთი და რუსეთი).

Fitch-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს მშპ-ს 56%-მდე შემცირდება. საქართველოს სახელმწიფო ვალის დონე შესაბამისობაშია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან (59.1% 2020 წლის ბოლოს).

სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, ფისკალურ კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს პანდემიამდე საქართველოს მთავრობის ფისკალური წესის ერთგულების წარმატებული გამოცდილება.

სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმდინარე ძალისხმევა, რაც მოიცავს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაძლიერებას დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გზით და სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის ზრდას, ხელს შეუწყობს ფისკალურ მდგრადობას. 2020 წელს, ბიუჯეტის 9.3%-იანი დეფიციტის შემდეგ, Fitch-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 6.8%-მდე, 2022 წელს 5.1%დე, ხოლო 2023 წელს 3.3%-მდე შემცირდება.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შეძლო რისკების ადეკვატურად მართვა, ასევე დონორთა ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა საგარეო დაფინანსებისსაჭიროებების უზრუნველყოფა. ამასთან, სანდო მაკროპრუდენციულმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო საბანკო სისტემის სტაბილურობას და გაცლითი კურსის მერყეობისშემცირებას.

მნიშვნელოვნად პოზიტიურია სარეიტინგო კომპანიის პროგნოზები საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან მიმართებით. კერძოდ 2021 წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 6.8%-მდე შემცირება, ხოლო ტურიზმის აღდგენის ფონზე, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწევს, ტურიზმიდან შემოსავლები კი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იქნება დაფინანსებული და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021-2023 წლებში საშუალოდმშპ-ს 3.5% იქნება.

პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, Fitch არ მოელის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანცვლილებას, რაც წარმოადგენს საქართველოს რეიტინგის საფუძველს. საქართველოს პოზიციებიმსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურმაჩვენებელს.

საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ნათლად მიანიშნებსსაქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ძლიერმხარდაჭერაზე სარეიტინგო კომპანიის მხრიდან.


თეგები:
Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up